ჩინური ახალი წელი, ანუ ინტერნეტში 14 დოლარად ნაყიდი ნეტარება...

Approved by Mary Poppins

ჩინური ახალი წლის შეხვედრის ტრადიციებს ვეძებდი და უსაინტერესოეს სტატიას გადავაწყდი. ავტორს თუ დავუჯერებთ, ზამთრის ერთ-ერთ შესანიშნავ ღამეს დგება დრო, როდესაც ჩვენი ყველა ნატვრის ასასრულებლად მიწის და კოსმოსის ძალები ერთიანდებიან. ამ მომენტის არსებობის შესახებ ვინც კი იცის და ასეთები ძალიან ცოტა არიან, სპეციალურად ემზადება და სურვილსი ჩაფიქრებასაც სწორად ახერხებს. საქმეში სხვებზე უკეთესად ჩახედული ჩინელები ამბობენ, რომ ეს მაგია სათავეს უძველესი დროიდან იღებს და ნამდვილი ჩინური ახალი წლის შეხვედრის საიდუმლო 6 ათას წელზე მეტს ითვლის. საზოგადოების ფართო მასებისთვის თვალის ასახვევად, ჩინეთის იმპერატორებმა თურმე საყოველთაო ახალი წლის დადგომა მზის კალენდრის მიხედვით დაადგინეს, თვითონ კი ჩუმად, მთავრის კალენდრის მიხედვით აღნიშნავდნენ. ამიტომაც თავად სიმდიდრესა და განცხრომაში ცხოვრობდნენ, სახალხო სიყვარულს და თაყვანისცემას ღებულობდნენ, ჩინელ ხალხს კი სიღატაკეში ხდებოდა სული. ამის მერე მკითხავენ, ჩინელები რატომ არ გიყვარსო. ახალი წელიც კი ორმაგი სტანდარტით აქვთ, საკუთარი თავისთის ხარისხიანი და სხვებისთვის უხარისხო ჩინური პატენტი.
ცინის თუ თანის თუ მინის დინასტიის პირდაპირი შთამომავალი (აბა საიდან იცის მათი საიდუმლო?!) მონდომებულად გვარწმუნებს, რომ „ჭეშმარიტი“ ახალი წლის მართებულად დახვედრას სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება, კეთილდღეობა, ბარაქა და ოცნებების ასრულება მოაქვს და ცხოვრებას განუმეორებელი შთაბეჭდილებებით ავსებს. წლის დადგომის პირველ წამებში ჩაფიქრებული ყველა(!) სურვილი გისრულდება და ცხოვრებას საკუთარი მოთხოვნების თანახმად წარმართავ. არ შემიძია ეს ციტატა არ მოვიყვანო: „ოჯახები, რომლებმაც მოახერხეს ხიდის გადება, რომლითაც ჩინური ახალი წლის შეხვედრის საიდუმლოება პოულობს გზას წარსულიდან აწმყოსაკენ, ისევე ბედნიერად გრძნობენ თავს როგორც უძველესი დინასტიის იმპერატორები“... ცნობისათვის, ამ საიდუმლოზე ექსკლუზიური უფლების მქონე ჩინეთის იმპერატორები და მათი დინასტიები ერთმანეთის მიყოლებით ჩაბარდნენ წარსულ და დღეისათვის მილიარდიან ჩინეთზე ერთი კინკილა იმპერატორუკაც კი არღარ მოიპოვება. აი, მზის კალენდრით მცხორები ხალიხი კი ისე მრავლდება და ხარობს, რომ ჩიტის, ღორის და კიდევ ათსი ჯიშის გრიპის ეპიდემიაც ვერ ერევა.
საკუთარი ლოგიკის ხმა ჩავახშე, უხვ დაპირებებს დავხარბდი და გავიხარე. ვიფიქრე, მეშველა, ცხოვრება აწი აწყობილი მექნება-მეთქი. გალექსილი ავტორი გვპირდებოდა, ყველაფერს დაწვრილებით გასწავლით და გასაიდუმლოებულ თარიღსაც ზუსტად გაგიმხელთო. თან რა კარგად და სიმბოლურად მოუფიქრებია, მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომის დღე და საათი რომ გაიგო, კურდღლის გამოსახულებას უნდა დაუწკაპუნოო... სუნთქვაშეკრულმა დავაწკაპუნე. მთელი წლის განმავლობაში ულევი ბედნიერება, ნეტარებაში ცხოვრებასა და ამ მომენტისთვის არსებული ყველა ნატვრის ახდენაში "მოკრაძალებული" ადამიანი სულ 14 $-ს ან 10 €-ს გადახდას მთხოვდა. ბაბუაჩემის უფროს დას თავადი ქმარი ჰყავდა. დიდი, დიდი ხნის უკან, ავად გახდა და ექიმმა წამალი გამოუწერა. აფთიაქში რომ შევიდა, წამლისთვის 12 კაპიკის გადახდა მოსთხოვეს. ბოთლი იქვე დატოვა, გამოტრიალდა და სახლში წამოვიდა, თორმეტკაპიკიანმა წამალმა რა უნდა მიშველოსო... თქვენი არ ვიცი და მეც არ მჯერა 14 დოლარად ნაყიდი ბედნიერების. უკიდეგანო ინტერნერსამყაროში სურვილაუხდენელი და გაცურებული მკითხველები მოგაგნებენ და მოგაკითხავენ თუ რა? ვიღაცას ფულის შოვნის შესანიშნავი მეთოდისთვის მიუგნია და ალალიც იყოს. რატომ? საკუთარი სიბრიყვისგან და სიხარბისგან (ერთ ღამეში ხელგაუნძრევლად და ტვინშეუწუხებლად ცხოვრების აწყობის რწემანს ვგულისხმობ) ვერც კანონი და ვერც პოლიცია ვერ დაგივაცავს. 
მოკლედ: შევეშვი მთვარის კალენდარს: ჩვეულებრივი ჩინელები 2011-ში ახალ წელს 3 თებერვალს ხვდებიან. ძველ დროში ზეიმი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თანამედროვე ჩინელები კი ერთი თვით ადრე იწყებენ მის აღნიშვნას.
ახალი წელი ოჯახური ზეიმია და ამიტომ ყველა ძირძველი ჩინელი სახლში ხვდება. ტრადიციის თანახმად, ოჯახის უფროსი შემოსასვლელ კარებს ჯადოსნური სიმბოლოებით მოხატული წითელი ქაღალდის ლენტებით წეპავს, მხიარეულებაში ბოროტმა სულებმა ხელი რომ არ შეუშალონ. ოჯახიდან ყველაფერი ცუდის გატანას კი ჩემგან ავადმოხსენიებული კერიის ღმერთს ავალებენ, რომელიც მთელი წელი სამზარეულოში ცხოვრობს და მასზე უკეთ აბა, ვინ უნდა იცოდეს ოჯახის ყველა გასაჭირი.
დღესასწაულამდე 2 კვირით ადრე ბაზრობებზე ყიდულობენ თოჯინის ზომის ტანსაცმელს, ფულს (რათქმაუნდა ყალბს), ქაღალდისაგან გაკეთებულ ნაძვის ხის სათამაშოებს და ახალი წლის ღამეს წვავენ. მათი რწმენით, კვამლს ეს ნივთები ზეცაში წინაპრებთან ააქვს (სადაც ნამდვილად გადაიქვცევიან).
ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, სიჩუმე ისადგურებს, ასე „სიღარიბის სულებს“ აცილებენ. და მერე ამ სულების ამსახველ ქაღალდის ფიგურებსაც ცეცხლში აშიშხინებენ.
შემდეგ, ოჯახში ახალი სამზარეულოს ღმერთის მოწვევის დროც დგება, რომელსაც გულის ასაჩუყებლად მხოლოდ ცივ მოხარშულლობიოიან ჯამს ახვედრებენ. ახალმოსულს ღმერთს, რომელმაც ოჯახის რეალური ეკონომიური მდგომარეობა ჯერ არ იცის, მსგავი გაჭირვების დანახვისას, თურმე ნერვები ღალატობს და წინასწარ განსაზღვრულზე მეტ ბარაქას გასცემს. ესე იგი, ეს ხალხი 24 საათი იმაზე ფიქრობს, ღმერთების ჩათვლით, ვის რა მოიტყუოს და მეტი გამორჩენა როგორ ნახოს. ვინმეს თუ მოუვა აზრად, თოვლის ბაბუას რძე და „პეჩენია“ დაუმალოს?
სამაგიეროდ, სახლს მონდომებით რთავენ. კედლებზე ბედნიერი სცენების და კეთილი სურვილების შემცველ ფერად ნახატებს და ნამდვილი მონეტებით დახუნძლულ ფიჭვისა და კიპარისი ტოტებს კიდებენ. ფანჯარაზე კი, მანდარინის ტოტებჩაწყობილი ბრინჯიანი ჯამი უნდა იდოს.
აი, ახლა ქუჩაში გასვლის დროც მოვიდა. თან თიხის ხარის გამოსახულება მიაქვთ და საბრალო ცხოველს, ზურგზე სახრეს ურტყამენ, გონიათ ასე მიწის ნაყოფიერება მატულობსო. და მხოლოდ ამის შემდეგ დგება „პირველი ღამის“ საათი.
შუაღამისას სრულიად ჩინეთი ფეთქდება, ცა ათასფერი ფეიერვერკებითა და რაკეტებით იფარება. ქუჩები ნაირ-ნაირი დრაკონებისა და ჩიღღდნების მსვლელობით ივსება. მოედნებზე საცირკო ატრაქციონები და კოსტუმირებული წარმოდგენები იმართება. ღამის ცაზე ათასგვარი ქაღალდის ფიგურები (ფრანები) დაფრინავენ, რომლებმაც ნეფრიტის იმპერატორამდე უნდა მიაღწიონ და მოახსენონ, როგორ ჩაიარა „ჩუნძემ“, ანუ ჩინურმა ახალმა წელმა.
ლამაზი იქნება, ვერაფერს ვიტყვი....

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment