10.4.11
თევზი ბოსტნეულით, ადვილი და გემრიელი
Approved byალბათ ყველანი დამეთანხმებით იმაში რომ შრომისუნარიანობა ერთი ორად იზრდება როდესაც სამსახურში დიასახლისი გემრიელი და ჯანსაღი სადილით ე.წ ლანჩით გიმასპინძლდებათ. ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. ყოველი შესვენების ერთი საათი ჩვენთვის უდიდეს სიამოვნებასთან არის დაკავშირებული ჩვენი დიასახლისი ნინოს მრავალფეროვანი კერძების წყალობით. ყოველდღე ახალი, გემრიელი, ჯანსაღი და ადვილად მოსამზადებელი კერძების დაგემოვნებით ვტკბებით. ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი შრომისუნარიანობა ერთი ორად იზრდება და ეს ჩვენს შესრულებულ სამუშაოზეც აისახება. მინდა თევზის კერძის ერთი რეცეპტი შემოგთავაზოთ. დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ. გუშინ სინდის–ნამუსმა შემაწუხა, თორემ მთელ ტაფას დიდი სიამოვნებით მოვასუფთავებდი და თანამშრომლებს მშიერს დავტოვებდი.
მოკლედ საქმეს შევუდგეთ.
ინგრედიენტები: 3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო; 1 კილო კარტოფილი; 200 გრ წითელი ბულგარული წიწაკა; 2 თავი ხახვი; 650 გრ თევზი (კამბალა ან კალმახი) ან თევზის ფილე (უგემრიელესი გამოდის); შავი პილპილის კაკლები; 5 ცალი დაფნის ფოთოლი; 1 ჭიქა თეთრი ღვინო; 1/2 ჭიქაზე ცოტა მეტი ზეთი. დავჭრათ მრგვალად კარტოფილი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ხახვი არც თუ ისე პატარა ნაჭრებად. ავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. მოვაყაროთ დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ეს დაჭრილი ინგრედიენტები მოვაფინოთ ბრტყელ ტაფაზე. ზევიდან დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი და დამარილებული თევზი ან თევზის ფილე. მოვაყაროთ ზემოდან შავი პილპილის კაკლები და 5 ცალი დაფნის ფოთოლი. მოვასხათ 1 ჭიქა თეთრი ღვინო და 1/2 ჭიქაზე ცოტა მეტი ზეთი. ბოლოს კი ეს გამზადებული ტაფა დავდგათ დაბალ ცეცხლზე. 1 საათის შემდეგ გადმოვდგათ გაზიდან და გემრიელად მივირთვათ.

ამით ნინოს რეცეპტები არ მთავრდება, კიდევ ბევრს შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს შეშურდება ჩვენი რომ ასეთი მაგარი დიასახლისი გვყავს.
კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment