20.4.11
ბერძნული სააღდგომო ღვეზელი
Approved by60 გრ საფუარი, 120 მლ რძე, 100 გრ შაქარი, 1 კგ ფქვილი, 1 მწიკვი მარილი, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 1 ჭ თბილი წყალი, 200 გრ სეზამის მარცვლები, 5 ცალი წითლად შეღებილი და მოხარშული კვერცხი, 1 ც კვერცხი ზემოდან წასასმელად, ზეთი
საფუარი გახსენით შაქრიან რძეში და 10 წუთი დააცადეთ გაფუება, დაუმატეთ 125 გრ ფქვილი, კარგად მოურიეთ დადგით თბილ ადგილას და ერთი დღით დატოვეთ ამოსასვლელად. ამოსულ მასას დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, წყალი, მარილი, ფორთოხლის ცედრა და ზილეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ცომი გაყავითსამ ნაწილად, დააგუნდავეთ ჟგუტის ფორმაზე და გააკეთეთ მსუქანი ნაწნავი. ნაწნავს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და ალაგ-ალაგ, ოდნავ დახრილად ჩაარჭვეთ წითელი კვერცხები. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოცხობამდე გააჩერეთ 2-3 საათი თბილ ადგილას (ამოსასვლელად). გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 200°C ტემპერატურაზე.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment