არგაბედოს ფიქრები ერთ საჭირბოროტო თემაზე

Approved by Mary Poppins

ჩემო ჭკუის კოლოფებო, „კაცი ასეთი და ისეთი უნდა იყოსო“, თავს რომ იკლავთ, თურმე სექსი ყოველთვის როდი არის დაკავშირებული სიყვარულსა და სიმპათიასთან. ორმა თქვენისთანა და თქვენზე მეტად გონიერმა მეცნიერმა, სინდი მესტონმა და დევიდ ბასმა, შეიმუშავა იმ მიზეზთა არშინიანი სია, რომლებიც აიძულებს ქალებს დაკავდნენ უსიყვარულო სექსით. მერე არ დაიზარეს და ამ თემაზე უზარმაზარი წიგნი დაწერეს, ეს სიაც თან დაურთეს და წიგნს მამაკაცებისთვის თავზარდამცემი სათაური დაარქვეს „Why Women Have Sex“.
ამ საქმეში გამოწრთვნილ-გამობრძმედილი და ამაზე ფიქრს შებერებული სპეციალისტების აზრით, ქალებს ხშირად სექსისკენ უბიძგებს მოწყენილობა ან მამაკაცისადმი სიბრალულის გრძნობა (კიდევ უარესი!). რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, უსიყვარულო სექსის ერთ-ერთი მიზეზი ყოველდღიურობისგან გაქცევა და საზრუნავის თავიდან ამოფერთხვაცაა (რა გასაკვირია, რომ ნორმალურ ქალს სარეცხის უთოობას სექსი ურჩევნია!). ამ სამეცნიერო ფოლიანტში ასეთი ქცევის 200-მდე მიზეზია აღწერილი. საინტერესოა, რომ პუნქტი „სექსუალური ლტოლვა“ ამ სიის ბოლოშია მოქცეული, მას ისეთმა მიზეზებმაც კი გაუსწრო, როგორიცაა „სექსი მადლიერების ნიშნად“ (ბარში ან რესტორანში დალეული ერთი ჭიქა ყავისთვის) და „სექსი, როგორც კეთილგანწყობის ნიშანი“. ეჰ, ჩემო იფიგენიავ, გამოდის, რომ მამაკაცის გარეგნობა უკანასკნელ ადგილზე დგას და სხვა ქალებს სულაც არ აღელვებს. საერთო ჯამში, 1000-მდე ქალი გამოიკითხეს და ამ ქალების პასუხებმა მეცნიერები ერთობ გააკვირვა (და მეც სახტად დავრჩი). ეს გამოკვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალები და მამაკაცები ჩვენს კურთხეულ დედამიწაზე სხვადასხვა პლანეტებიდან ჩამოფრინდნენ და თავი ერთად სრულიად შემთხვევით მოიყარეს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბრძენთაბრძენი არგაბედო

3 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    Только мы грузины можем камни есть! :))))
    ეგ გამოკვლევა ქართველ ქალებს არ ეხებათ ალბათ :)
    ძალიან საინტერესო იქნება მსგავსი გამოკითხვის საქართველოში ჩატარება. არ ვიცი ამ გამოკითხვის შედეგები რამდენად ზუსტად მოგვცემს სექსის მიზეზების კლასიფიკაციას, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ, ზუსტად ასახავს გულწრფელ ქალთა პროცენტული მაჩვენებელს :)

  1. Mary Poppins

    ინუგეშეთ თავი ინუგეშეთ, ქართველმა კაცებმა :))) დღევანდელ საქართველოში მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, სექსის რა მოგახსენოთ (არ შევსწრებივარ), მაგრამ ჭიქა ყავის გულისთვის ნებისმიერ რომ ხვდებიან მაგისთანას ბევრს ვიცნობ, მერე ეგებ მეტსაც გამოვვრჩეო მაგის იმედით :))))))))) და მადლობას რითი უხდიან, ეგ უკვე ქალის მოხერხებულობასა და ყავაზე დამპატიჟებლის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული :)))))))

  1. mamihlapinatapai

    erti sityvit es gamokvleva iset qveyanashi chatarda sadac sexis shesaxeb adreul asakshi atvitcnobiereben da amzadeben psiqologiuradac da moraluradac, ojaxshic uyvebian amaze bevr ragaceebs da ertmanets sul sxva tvalt uyureben kacebi da qalebi:)))) mtavari is aris, rom uxeshad vityvi vin, ratom ixdis eg aris mtavari, yvelam tavis gulshi chaixedos:)))) siyvaruli iseti grdznobaa, rom es blogi ki ara da mteli samyaro ar eyopa iseti sityvis mosadzebnad yvela rom daakmayopilos, ase rom, qali planetis nebismier wertilshi qalia da kacic yvelgan kacia, bunebit ra tqma unda, amis mere vis matraxi uxdeba da vis tyavis trusiki eg ukve chveni saqme ar ariiiis:)))))):)) tu kacistvis an qalistvis sexi sportia mashin xels nu shevushlit:)) da tu vinmes chichiac unda da babac :)) eeeh verapers miigebs da magas gamokvlevac ver ushveliis:)):))

Post a Comment