10.4.11
შოკოლადის ტორტი თხილით
Approved byბისკვიტი: 5 ც კვერცხი, 7 ს/კ შაქარი, 4ს/კ ფქვილი, 2 ს/კ კაკაო, 1 1.კ დაფქული თხილი, 2 ს/კ მდუღარე წყალი, სოდა დანის წვერზე.
5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სულ ცოტა მარილთან ერთად. ბეზე რომ ამოვა, სკოვზ-კოვზად დავუმატოტ 5 ს/კ შაქარი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ 5 კვერცხის გული, 2 ს/კ შაქარი, 1 ს/კ თხილი და 2 ს/კ მდუღარე წყალი (წყალი კვერცხში ჩაასხით თქვეფის პროცესში, თორემ კვერცხი მოიხარშება). გოგლი-მოგლი კარგად რომ გათეთრდება, ჩავუმატოთ ბეზეს, მერე თოთო-თითო კოვზად ფრთხილად გადავურიოთ ფქვილის, კაკაოსა და სოდის ნარევი. ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.
კრემი: 1 პაკეტი შოკოლადის პუდინგი, 0,5 ლ რძე, 100 გ შაქარი, 200 გ კარაქი.
შოკოლადის პუდინგი მოვამზადოთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით და გაციებულს ჩავათქვიფოთ კარგად ათქვეფილი კარაქი.
დასანამად: მოვადუღოთ ძალიან ძლიერი და შაქრიანი ესპრესო, დავუმატოთ რომი ან კონიაკი გემოვნებით (ერთიანობაში დაახლოებით 0,5 ლ სითხე უნდა გამოვიდეს).
მოსართავად: 2 ცალი შავი შოკოადის ფილა, 15-20 ცალი მოხალული მთელ-მთელი თხილი და 100 გ წვრილად დაჭრილი ან დაფქული თხილი ფენებს შორის მოსაყრელად.
გაციებული ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად. პირველი ფენა, დავნამოთ, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი თხილი. ასე გავიმეოროთ სამივე ფენაზე. შოკოლადის ფილები გავადნოთ წყლის აბაზანაზე და სქლად მოვასხათ ტორტს. ზემოდან დავალაგოთ მოხალული თხილი.
გემრიელად მიირთვით!
საუკთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment