კენკრის ესკიმო იოგურტით

Approved by Mary Poppins

ინგრედიენტები: 150 გრ ან 2 პეშვი კენკრის ნარევი (მარწყვი, მოცხარი, მოცვი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი), 500 გრ ბიო იოგურტი, დაახლოებით 4 ს/კ თაფლი.
ავიღოთ ნებისმიერი კენკრა და ავთქვიფოთ ბლენდერში. დავუმატოთ იოგურტი და იმდენი თაფლი ჩვენთვის სასურველი სიტკბოსი რომ გახდეს. მასა კარგად ავთქვიფოთ და კენკრის თესლებისგან გასათავისუფლებლად გადავწუროთ საცერში. გაწურული მასა ჩავასხათ ესკიმოს დასამზადებელ სპეციალურ ფორმებში (ასეთის არქონის შემთხვევაში ჩაასხით ნებისმიერ პლასტმასის კონტეინერში, მაგრამ მაშინ გაყინვას უფრო მეტი დრო დასჭირდება), ჩავარჭოთ ხის ჯოხები შევდგათ საყინულეში. დაახლოებით 45 წუთში მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი



P.S. კენკრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი ხილი. სპეციალური ესკიმოს ფორმები კი ადვილად იცვლება ჭიქებით.

0 კომენტარი.:

Post a Comment