შავი მოცხრის ესკიმო

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები: 500 გრ შავი მოცხარი, 120 გრ შაქარი, 120 მლ წყალი. 1 სკ ლიმონის წვენი.
500 გრ შავი მოცხარი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, ჩავასხათ წყალი, და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 2 წუთი. სანამ სიროპი მომზადდება, მოცხარი პიურედ ვაქციოთ ბლენდერში. ავიღოთ ჯამი, ჩავასხათ მოცხარის პიურე და ჩავაწუროთ სულ ცოტა ლიმონი. სანამ სიროპი გრილდება, მოცხრის პიურე გადავწუროთ საცერში. პიურეს დავუმატოთ გაგრილებული სიროპი და კარგად მოვურიოთ. ჩავასხათ ესკიმოს ფორმებში, ჩავარჭოთ ხის ჯოხები და შევდგათ საყინულეში. დაახლოებით 1 საათში მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment