Crème caramel - კრემ-კარამელი

Approved by Mary Poppins

კარამელისთვის დაგჭირდებათ: 200 გრ შაქარი, 60 მლ წყალი
კრემისათვის: 300 მლ ცხიმიანი ნაღები, 300 მლ რძე, 100 გრ შაქარი, 3 კვერცხი, 3 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
კარამელის მოსამზადებლად ღუმელი გაახურეთ 135°C-მდე. სქელძირიან ტაფაზე ან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. დაახლოებით ხუთი წუთი ურიეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. დუღილს რომ დაიწყებს ნუღარ მოურევთ. შიგადაშიგ ქვაბის გვერდებიდან შაქრის კრისტალები ჩამოფხიკეთ. კარამელი რომ კარგა გვარიანად გაოქროსფერდება და საკმაოდ შესქელდება ცეცხლიდან გადმოდგით. დიდ ცეცხლგამძლე ფორმაში ჩადგით 6 ცალი პატარა და  ასევე ცეცხლგამძლე კრემის (მუსის) ფორმა. პატარა ფორმებში გაანაწილეთ მომზადებული კარამელი და გვერდზე გადადგით ცოტა ხნით, გასამაგრებლად.
კრემის მოსამზადებლად ნაღები, რძე და შაქარი სქელძირიან ქვაბში ჩაასხით და ურიეთ შაქრის გადნობამდე. საშუალო ცეცხლზე მორევა-მორევით მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით და ოდნავ შეაგრილეთ. კვერცხი, კვერცხის გულები და ვანილი ათქვიფეთ ცალკე ჯამში. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ, რძიანი მასა რომ შეგრილდება, ნელ-ნელა ჩააათქვიფეთ კვერცხებში.  მიღებული მასა საცერში გადაწურეთ და გაანაწილეთ კარამელიან პატარა ფორმებში. დიდ ფორმაში, რომელშიც კრემიანი პატარა ფორმები გაქვთ ჩადგმული ჩაასხით ცხელი წყალი (ისე რომ ჩადგმულ ფორმებს შუამდე მიწვდეს)  და მოათავსეთ ღუმელში საშუალო სიმაღლეზე. აცხვეთ სანამ კრემი კედლების ირგვლივ ერთ სანტიმეტრზე არ შესქელდება, შუაგული კი უფრო რბილი უნდა დარჩეს (დაახლოებით 1 საათი). მზაობის გასასინჯად კრემის შუაგულში დანა ბოლომდე ჩაარჭვეთ, დანის ჩანარჭობიდან კარამელი თუ გადმოვა - კრემი მზადაა. გამოიღეთ ღუმელიდან, ამოალაგეთ წყლიდან და მაცივარში შედგით სულ მცირე 2 საათით. იდეალურია მთელი ღამე თუ გააჩერებთ (ოღონდ თავზე რამე დააფარეთ) - კარამელი მაცივარში გადნება და გადმობრუნებისას კრემს ირგვლივ გადაესხმება.
ჭამის წინ, კრემი მაცივრიდან გამოიღეთ, ფორმას გვერდებში ბასრი დანა მოატარეთ, თავზე თეფში დააფარეთ, ოდნავ შეანჯღრიეთ და თეფშზე გადმოაბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით!
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment