ლიმონის და ბანანის სორბე

Approved by Mary Poppins

ინგრედიენტები: 3 ლიმონი, 6 ბანანი 1კგ შაქრის პუდრა, 1 ლ ლიმონის წვენი
მთლიანი ლიმონები და კანგაცლილი  ბანანები დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შაქრის პუდრასთან ერთად პიურედ ვაქციოთ ბლენდერში. ოღონდ მაინცდამაინც დიდხანს ნუ ავთქვეფთ - სასურველია დარჩეს ლიმონის პატარა ნაკუწები. მიღებული მასა ჩავასხათ თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში. 10 ლიმონისგან გამოვწუროთ წვენი (დაახლოებით 1 ლ წვენი რომ გამოვიდეს) და გადავურიოთ ბანანიან მასაში. კონტეინერებს დავახუროთ თავი და შევდგათ მაცივარში. ნახევარ საათში ერთხელ მოვურიოთ, შერბეთის კრისტალიზაცია რომ არ მოხდეს. დაახლოებით 2 საათში მზად იქნება.
გემიელად მიირთვით!
ვიდეოთვალსაჩინოება:
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment