ნაყინი კარამელით

Approved by Mary Poppins

ინგრედიენტები: ნაყინისთვის - 1, 2 ლ ცხიმიანი ნაღები, 8 ცალი კვერცხის გული, 150 გრ შაქარი, ვანილი. კარამელისთვის - 120 გრ შაქარი, ვანილი და 50 გრ წყალი.
1ლ ყველაზე ცხიმიანი ცხიმიანინაღები სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გავაცალკევოთ კვეცცხის ცილები და გულები და გულები ავთქვიფოთ ძალიან კარგად შაქართან და ვანილთან ერთად, სანამ მასა 2-ჯერ არ გაიზრდება ზომაში. ნაღები როგორც კი თავზე პატარა ბუშტების (ქაფის) გაკეთებას დაიწყებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დარჩენილი 200 მლ ნაღები ჩავათქვიფოთ კვერცხის კრემში და ვთქვიფოთ არაჟნის კონსისტემციამდე შესქელებამდე. ნაღები გადავწუროთ ქაფის მოსაშორებლად და სწრაფად ჩავურიოთ კვერცხის მასაში. ვთქვიფოთ სწრაფად, ცხელმა ნაღებმა კვერცხის გული რომ არ მოგვიხარშოს. მიღებული მასა ჩავასხათ სუფთა ქვაბში და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და უწყვეტი მორევით, მივიყვანოთ 82 °C -მდე. როგორც კი შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან.
შაქარი, ვანილი და წყალი დავასხათ ტაფაზე და მოვხარშოთ სქელი, ყავისფერი (თითქმის შავი) კარამელი. კარამელი ბოლს რომ აუშვებს და გამუქდება (ოდნავ დაიწვება), გადმოვდგათ ცეცხლიდან.  ცხელი კარამელი წვრილ ნაკადად ჩავასხათ ნაღებიან მასაში და რაცშეიძება სწრაფად გადავურიოთ. მიღებული მასა გადავასხათ თავსახურიან პლასტმასის კონტეინერში და შევდგათ საყინულეში. ნაყინის კრისტალიზირების თავიდან ასაციებლად ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, გამოვიღოთ და კარგად მოვურიოთ. 2-3 საათში ნაყინი მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!

(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
კარამელის ნაყინის მოსართავად (და არამარტო) ბარემ ერთ საინტერესო იდეასაც შემოგთავაზებთ:

(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
           

0 კომენტარი.:

Post a Comment