All Hallows Eve ანუ Halloween

Approved by Mary Poppins


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჰელოუინი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. დიახ, დიახ ეროპელების (კერძოდ ბრიტალნელების და ფრანგების) და არა ამერიკელების. უფრო მეტიც, 1845 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი აღნიშვნა კანონით აკრძალულიც კი იყო.
დღესასწაულს, რომელშიც ქრისტიანობის, ანტიკური რომისა და წარმართული ევროპის ადათები ერთმანეთს ასე ჰარმონიულად ერწყმის, თავისი ფესვებით დრუიდებამდე მივყავართ, იმ დრომდე, როცა  თანამედროვე ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ საფრანგეთი ტერიტორიებზე მცხოვრები კელტები  მზის ღმერთს ეთაყვანებოდნენ და წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ - ზამთრის და ზაფხულის ნახევრებად. ისინი თვლიდნენ, რომ ზამთარში მზის ღმერთი სემჰეინი, სიკვდილისა და ბნელეთის ღმერთი ტყვეობაში იმყოფებოდა და ამიტომ კელტური ახალი წლის დადგომის ღამეს (31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ღამეს) სეიმჰეინის საპატივცემულოდ დღესასწაულს მართავდნენ და ასე მოსავლის აღების დამთავრებას და ზამთრის დადგომას აღნიშნავდნენ. იკითხავთ, ეგ რაღა აღსანიშნავიაო, მაგრამ კელტების გაგებით,
 სიბნელე, დაზამთრება თუ სიკვდილი დამთავრების კი არა, დასაწყისის, განახლებისა და სიცოცხლის სიმბოლო იყო. ითვლებოდა, რომ ამ ღამეს ზამთრის ღვთაება აწმყოსა და წარულს, ამ და იმ ქვეყანას, მატერიალურსა და ზებუნებრივს, ზამთარსა და ზაფხულს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ კარს აღებდა. სხვათა შორის, დღევანდელი „ჰელოუინის“ პერსონაჟები - ალქაჯები და დემონები, სწორედ ამ კარიბჭის მკაცრი მცველები გახლდნენ. ამ ერთი ღამით ყველა წინაღობა იხსნებოდა და სამყარო სადღაც შუაში, ერთ ადგილზე „იჭედებოდა“. კელტებს ღრმად სჯეროდათ, რომ ახალი წლის ღამეს გარდაცვლილთა აუსრულებელი ოცნებები და იმედები დედამიწაზე ბრუნდებოდა, მათი სულები კი ოჯახურ კერას სტუმრობდნენ. საიქიოდან გამოპარული სულები სხვადასხვა ფორმას ღებულობდნენ. მაგალითად ჩვეულებრივი ბოროტები ცოხოველებში სახლდებოდნენ, განსაკუთრებულად ავაები კი კატებში.
ამ ღამეს დრუიდები გორაკებზე გაშენებულ მუხის კორომებში გაჩაღებული კოცონის გარშემო იკრიბებოდნენ, მკითხაობდნენ და ავსულების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მსხვერპლს სწირავდნენ. დილით ისევ სოფელში ბრუნდებოდნენ და ხალხს რიტუალური კოცონიდან წამოღებულ ნაღვერდალს ურიგებდნენ ახალი წლის დილის კერიის გასაჩაღებლად. ასეთი გზით მოტანილი ცეცხლი ოჯახს გრძელი ზამთრის განმავლობაშიც ათბობდა და თან ბოროტი სულებისგანაც იცავდა.
სადღაც პირველი საუკუნისათვის რომაელებმა კელტების ტერიტორიები დაიპყრესს და თან საკუთარი ტრადიციები და დღესასწაულებიც მიიტანეს. ასე აირია ერთმანეთში ჩვენთვის უკვე ცნობილი სემჰეინის და კიდევ ორი რომაული დღესასწაულის - ფერალიებისა და პომონას დღის ტრადიციები. ფერალიებზე რამაელები გარდაცვლილებს ახსენებდნენ, პომონა კი ხეხილის ქალღმერთი გახლდათ და სწორედ მისი დამსახურებაა „ჰელოუინზე“ ასე პოპულარული დაკარამელებული ვაშლები და ვაშლით თამაშობები.
ქრიასტიანობის გავცელების შემდეგ, VII საუკუნეში რომის პაპმა, ბონიფაცი IV-მა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთგზის ნაცად ხერხს მიმართა, ძველი წარმართული დღესასწაული დაახლოებით იგივე შინაარსის ქრისტიანულით ჩაანაცვა და 1 ნოემბერი ყველაწმინდას დღედ გამოაცხადა. ამ დღეს ინგლისურად All Hallows Eve ანუ ყველა წმინდას დღე ერქვა, რომელიც თანდათანობით სალაპარაკო ენაში ჯერ  Hallowe’en-ად იქცა და მერე საბოლოოდ დღევანდელ Halloween-ად ჩამოყალიბდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ავსულების დაფრთხობისა თუ მოსყიდვის ტრადიციას, ისევე როგორც „ჰელოუინის" ატრიბუტიკად ქცეულ გობლინებს,
 ალქაჯებს, დემონებს, ჩონჩხებს, ვამპირებს და მოჩვენებებს კარგა ხანი ებძოდა, მაინც ვერაფერს გახდა და გამოსავალს მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიაგნო, როცა ეს დღე სახალხო დღესასწაულად აქცია. ხელისუფლების წარმოდგენებს გასართობი ღონისძიებებისა და გასართობი წარმოდგენების, ბაზრობების გამართვა დაევალა და ამ დღემაც ნელ-ნელა დაკარგა თავისი ნამდვილი სახე და მსოფლიოს ნომერ პირველ და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოსტუმირებულ ზეიმად იქცა.

საუკეთესო საახალწლო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment