ხორცი წაბლით

Approved by Mary Poppins


500 გრ წაბლი, 2 ხახვი, 750 გრ საქონლის ფილე, 3 ს/კ კარაქი, 1 ლ საქონლის ხორცის ბულიონი, 1 ჩ/კ მარილი, 2 მწიკვი თეთრი პილპილი
წაბლი მრგვალი მხრიდან დავსეროთ ჯვარედინად და გახურებულ ღუმელში შევყაროთ 25-20 წუთით. ტყავი რომ გადასკდება, ღუმელიდან გამოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და გავფცქვნათ. ხახვი დავჭრათ წვრილად. ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ კუბიკებად. ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და მოვხრაკოთ სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება. დავუმატოთ ხორცი და მორევა-მორევით დავბრაწოთ ყველა მხრიდან. შეცხელებული ბულიონი დავასხათ ხორცს და დავუმატოთ მარილი და პილპილი. ხორცი თავდახურულ ქვაბში 1,5 სთ ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე დავუმატოთ წაბლი. ვეცადოთ რომ წაბლი ხარშვისას არ ჩაიშალოს.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერიპოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment