ცვეტაევების ვაშლის ღვეზელი

Approved by Mary Poppins


1 კგ ვაშლი (აუცილებლად მჟავე, საუკეთესოა ანტონოვკა)
 ცომი: 1.5 ჭ ფქვილი, 0.5 ჩაის ჭიქა არაჟანი, 150 გამდნარი კარაქი, ½ ჩაის კოვზი სოდა ძმრით
კრემი: ოდნავ ათქვიფეთ 1 ჭიქა სქელი არაჟანი, 1- 1,5 შაქარი და 2 ს.კ. ფქვილი ჩაუმატეთ.


მოზილეთ რბილი ცომი, ფქვილის რაოდენობა შეიძლება ოდნავ მეტი დაგჭირდეთ, მაგრამ არაუმეტეს ორი ჭიქისა, რბილი ცომი ხელითვე გააბრტყელეთ ფორმაში, კანგაცლილი ვაშლი დათალეთ ძალიან თხელ ნაჭრებად, (უკეთესია ეს ოპერაცია ბოსტნეულის სათლელით ჩაატაროთ),  სქელ ფენად მოაყაროთ ცომს, მოასხათ არაჟნის კრემი და აცხვეთ 180 C-ზე საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 50-60 წუთი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

1 კომენტარი.:

  1. Mary Poppins

    სადღაც წავიკითხე, რომ არანაირი დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს, რომ ეს რეცეპტი ოდესმე რომელიმე ცვეტაევმა და მით უმეტეს, მარინამ იცოდა. მაგრამ სწორედ ამ სახელისდა გამო ძალიან უყვარდა საბჭოთა ინტელიგენციას და მეც მიყვარს, სახელის გამოც (მაინც მინდა მჯეროდეს, რომ მარინა ცვეტაევას რეცეპტია) და გემოს გამოც - იმიტომ რომ გემრიელია. რამხელა და რა ჩახლართული წინადადება დავწერე თუ ატყობთ?!

Post a Comment