დაბრაწული გოჭუნები

Approved by Mary Poppins


10 ცალისთვის: 500 გრ ფქვილი, 30 გრ საფუარი, 30 გრ შაქარი, ¼ ლ შემთბარი რძე, 60 გრ კარაქი, 1 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 2 ს/კ ზეთი, 1 თავი ხახვი, ½ კონა ოხრახუში, 300 გრ ღორის ფარში, 1 ს/კ არაჟანი, მარილი, პილპილი, 1 კვერცხის გული, 2 ს/კ რძე, 1 ჩ/კ მაიონეზი, 20 ცალი ხიზილალის მარცვალი
გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ ჯამში და შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ. ამ ჩაღრმავებაში ჩაყაროთ საფუარი, შაქარი და ცოტაოდენი რძე და კოვზით ფრთხილად ავურიოთ ცოტაოდენ ფქვილში. ჯამს თავზე ჩაის ტილო გადავაფაროთ და ასე გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას. ცომში ჩავამატოთ, დარჩენილი რძე, გამდნარი კარაქი, კვერცხი, მარილი და მოვზილოთ საფუარიანი ცომი. ისევ გადავაფაროთ ჩაის ტილო და ამჯერად 30 წუთი გავაჩეროთ თბილ ადგილას. ამასობაში, ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვთუშოთ ჯერ ხახვი, მერე ფარშიც დავამატოთ. შევკმაზოთ მარილით და პილპილით. მოხრაკული ფარში ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაციოთ. დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში. ცომი რომ ამოვა, ფქვიმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ 4მმ-ის სისქეზე და გამოვჭრათ 20 ცალი 8სმ-ის დიამეტრის მქონე რგოლი და 10 ცალი 4სმ-ის დიამეტრის მქონე რგოლი. დარჩენილი ცომისგან გამოვჭრათ 20 ცალი მართკუთხა სამკუთხედი ყურებისთვის. 10 ცალ რგოლზე გავანაწილოთ ფარში და კიდეებზე ფუნჯით ათქვეფილი კვერცხის გული წავუსვათ (კარგად რომ შეწებდეს) და მეორე 10 ცალი თავზე დავაფაროთ. პატარა რგილებისგან გავაკეთოთ ღორის დინგები თავისი ნესტოებით (ნესტოს გამოჭრა სქელი მაკარონითაც შეიძლება). გოჭის ყურებს და დინგებს წავუსვათ კვერცხის გული და დავაწებოთ დიდ რგილებზე (ყურები ლამაზად გადავკეცოთ). გოჭუნები ფქცილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე დავალაგოთ და 15 წუთი გავაჩეროთ, ისევ რომ ამოვიდეს. 200 °C-მდე  გაცხელებულ ღუმელში გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. მზა გოჭუნები გავაცივოთ და მაიონეზისა და ხიზილალისაგან გავუკეთოთ თვალები.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment