ჯეიმი ოლივერის კლასიკური ტატენი (Tarte Tatin) ვანილისა და ქლიავის ნაყინით

Approved by Natia Jinjolava


ინგრედინეტები:  5 ცალი ვაშლი, 100 გრ შაქარი, 100 მლ კალვადოსი (ვაშლის არაყი), 1 ჩხირი ვანილი, 50 გრ კარაქი, მზა ფენოვანი ცომი
ნაყინისთვის: 500 მლ მზა ვანილიანი ნაღების ნაყინი, 300 გრ ქლიავი, 100  მლ არმანიაკი
ვაშლები გავთალოთ, გავჭრათ შუაზე (განივად) და ამოვაჭრათ კურკიანი გული. ტაფაზე დავყაროთ 100 გრ შაქარი და შემოვდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ კალვადოსი და მოვადუღოთ კარამელი. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე, გამოვფხიკოთ თესლი და დავუმატოთ კარამელს. მოთუხთუხე კარამელში ჩავალაგოთ ვაშლები და დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი. კარაქის დამატებით კარამელს ირისად ვაქცევთ. ვაშლები კარამელში კარგად ამოვგანგლოთ. გაბრტყელებული ფენოვანი ცომი ამოვჭრათ ტაფის ზომაზე და ზემოდან დავაფაროთ ვაშებს, თან გვერდები კარგად ამოვუკეცოთ, გადმობრუნებისას კარამელი რომ არ დაგვეღვაროს. ვაშლებიანი ტაფა 20-25 წუთით შევდგათ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში. ტორტი გამოცხვება თუ არა, გამოვიღოთ ღუნელიდან, ტაფას აკურატულად დავაფაროთ თეფში და გადმოვაბრუნოთ. კარამელს გაცივებას თუ დავცდით, კარამელი ტაფას მიახმება და ნამცხვარს ვეღარ გადმოვაყირავებთ, მაგრამ გადმოყირავებისას ძალიან ფრთხილად, როგორც წესი კარამელი იღვრება, რომელიც ძალიან ცხელია და ხელზე თუ მოგხვთათ შეიძლება მწარედ დაიწვათ! ამიტომ ჯობია, დიდი თეფში აიღოთ. თეფშზე გადმოღებული ტორტს თავზე ცივი ქლიავიანი ნაყინი დავადოთ და მივირთვათ.
ნაყინის დასამზადებლად არმანიაკსა და წყალში მოვხარშოთ ქიავი, ვაქციოთ პიურედ და რომ გაცივდება შევურიოთ ვანილიან ნაღების ნაყინში. ნაყინს ერთგვაროვან მასად ნუ ვაქცევთ, ქლიავის ზოლებიც დავტოვოთ. ქლიავიანი ნაყინი შევდგათ საყინულეში და უშუალოდ გამოვიღოთ ტორტის ჭამის წინ.


გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილეით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment