ასე სასურველი კოსმეტიკა

Approved by Mary Poppins


მ ქვეყანაზე არ მეგულება ადამიანი, განსაკუთრებით ქალი რომელსაც არ აინტერესებს პარფიუმერია და კოსმეტიკა. მით უმეტეს, რომ უამრავი ბრენდი არსებოს, ზოგიც იაფი და ზოგიც მეტისმეტად ძვირი.  პარფიუმერია-კოსმეტიკის სიძვირეს მწარმოებლები იმით ახსნიან, რომ ესა თუ ის პროდუქტი  არც ერთ ქიმიურ ინგრედიენტს არ შეიცავს, ყველაფერი ნატურალური კი, ყველამ კარგად იცის რა ძვირია. თუმცა, ისიც მითად უნდა ჩაითვალოს, რომ რაც უფრო ძვირია კოსმეტიკა მით უფრო კარგია იგი. არა, ეს არ დაიჯეროთ, თქვენთვის ის პროდუქტია კარგი, რომელიც  თქვენს კანს ალერგიას არ მისცემს და არაფერს ავნებს მას. ამ სტატიაში რამოდენიმე  ბრენდზე  მოგიყვებით მოკლედ. მხოლოდ რამოდენიმეზე, რადგან იმდენი ძვირადღირებული ბრენდი არსებობს რომ  ყველა მათგანზე რომ მოგითხროთ, ამ ბლოგის სივრცე არ ეყოფა.
მოკლედ, დავიწყოთ ყველასთვის კარგად ცნობილი  Christian Dior-ით.  კრისტიან დიორმა მოღვაწეობა  ქალის ტანსაცმლის შექმნით დაიწყო. 1947  წელს დიზაინერმა პირველი სუნამო გამოუშვა და მას თავისი და კეტრინის პატივსაცემად MIss Dior-ი დაარქვა. დღესდღეობით  დიორს 122 სურნელი აქვს შექმნილი, როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. მოდის ინდუსტრიაში ჩართვიდან რამოდენიმე წლის შემდეგ კრისტიან დიორი იწყებს დეკორატიული კოსმეტიკის, ტანის და სახის მოვლის საშუალებების წარმოებასაც. კრისტიან დიორის  კოსმეტიკა გამოირჩევა მაღალი ხარისხით. მინდა გითხრათ რომ ფასებიც შესაბამისი აქვთ.  დიორის პირველი სურნელი 1947 წელს გამოვიდა, ხოლო ბოლო კი 2011 წელს.
ძალიან სასიამოვნო და დამახასიათებელი სურნელით გამოირჩევა Angel Schlesser-ის  ქალისა და მამაკაცის სუნამოები. ამ ბრენდის პირველი სურნელი 2000 წელს გამოვიდა. სულ შექმნილი აქვს 8 სურნელი.  Angel Schlesser -ის  ცნობილი სუნამოებია: Esprit de Gimgebre, Oriental Edition, Angel Schlesser Woman  და Essential.  პირადად მე ძალიან მომწონს Angel Schlesser Woman .  ხოლო კაცის სუნამოებიდან კი გამოვარჩევდი: Essential  for Men, Oriental Edition Men, Angel Schlesser pou Homme.
როდესაც საქმე პარფიუმერია - კოსმეტიკას ეხება აუცილებლად უნდა გავიხსენოთ  ერთ-ერთი  ცნობილი  ფრანგული ბრენდი Cacharel.   ეს ბრენდი პარფიუმერიის წარმოებაშიც ისეთივე წარმატებულია როგორც ტანსაცმლის, აქსესუარების და ფეხსაცმლის წარმოებაში. Cacharel-ის სუნამოებმა არსებობა 1978 წელს დაიწყეს. მახსოვს  თუ როგორი პოპულარული იყო მათი პირველი სუნამო Anais Anais.  ეს სუნამო  მეც ძალიან მომწონდა,  დედაჩემს  ჩუმად ვპარავდი და სკოლაში ანაისით  „აყროლებული“ მივდიოდი ხოლმე. დღესდღეობით Cacharel-ის 30 -მდე სურნელი არსებობს.  ქალის სუნამოებიდან ყველაზე  მეტად გამოირჩევა: Anais Anais, Amor Amor, Scarlett, Liberte. ხოლო მამაკაცების არომატებიდან  კი  განსაკუთრებული პოპულარულობით Cacharel pour Homme, Amor pour Homme, Amor pour Homme Sunshine სარგებლობენ.
ძვირადღირებული კოსმეტიკის სიაში წამყვანი ადგილი უჭირავს Shiseido-ს კოსმეტიკას. ეს იაპონური ბრენდია და მას ღირსეული ადგილი უჭირავს კრისტიან დიორის, ლანკომეს, შანელის და სხვა ელიტარული კოსმეტიკის გვერდით. ეს კომპანია 1872 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელია  იმპერატორის კარის პლოტის ფარმაცევტი არინოდუ იუშინ ფუკუჰარა. Shiseido-ს ბრენდის მთავარი  პროდუქტია კანის მოვლის საშუალებები. გარდა ამისა აწარმოებს სუნამოებს და დეკორატიულ კოსმეტიკასაც. ამ ბრენდის პროდუქტები უმაღლესი ხარისხის არის, ისინი ორიგინალურად და მდიდრულად არის შეფუთული.
Lancome - ამ ბრენდს  არსებობის დასაწყისად 1935 წელი ითვლება. იგი დაარსა არმან პტიჟანმა. ამ ბრენდის სიმბოლოა  ოქროს ვარდი. მისი 5 სურნელი Tendre Nuit, Bocages, Conquete, Kypre და tropiques  პირველად 1935 წელს ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გამპიტანეს. 
Lancome-ს სუნამოების ფლაკონების ორიგინალური დიზაინი ჯორჯ დელოს ეკუთვნის. 1936 წლიდან ამ ბრენდმა  გაზარდა თავისი ასორტიმენტი და დეკორატიული კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებების წარმოება  დაიწყო.  ამ მხრივ გამოირჩევა Nutrix -ის ხაზი.1964 წლიდან Lancome უკვე  L’Oreal-ს ეკუთვნის.  არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო ამ ბრენდის  ჩემი საყვარელი სუნამო Hypnose. მამაკაცების საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს კაცის Hypnose-ც. ამ ბრენდმა გამოუშვა კოსმეტიკური ხაზი შქმნილი სპეციალურად მამაკაცებისთის.
ეხლა კი შედარებით იაფად ღირებული ბრენდის Clarins-ის შესახებ. სიტყვა იაფში ვიგულისხმე ის რომ კრემი სულ მცირე 100 ევრო ღირს, ხოლო  სახის განმწმენდი საშუალებები კი 50 ევრო და ზემოთ, აღარაფერს ვამბობ თვალის კრემის და სხვა საშუალებების ფასებზე. Clarins ფრანგული ბრენდია და იგი 1954 წელს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა Jacques Courtin Clarins-მა დააარსა და სწორედ აქედან წარმოსდგება ამ ბრენდის დასახელება. ძალიან მიხარია ის რომ ეს ბრენდი არა მარტო ქალებისთვის აწარმოებს კანის მოვლის საშუალებებს, არამედ მამაკაცებისთვისაც გამოუშვა საკმაოდ ეფექტური კოსმეტიკური ხაზი- მოგეხსენებათ, მოვლილი მამაკაცები მიყვარს.
დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენი საუბარი პარფიუმერია კოსმეტიკის ბრენდებზე ამით არ დასრულებულა. კიდევ ბევრი  მაქვს მოსაყოლი. არ გეგონოთ რომ დამავიწყდა ისეთი ბრენდები როგორიც არის Guerlain, Pupa, Lolita Lempika, Gucci, Hugo Boss  და ასე შემდეგ. ბრალოდ გემრიელი ლუკმები მომავლისთვის შემოვინახე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment