ინგლისური საქორწილო ტორტი

Approved by Natia Jinjolava

(22 ნაჭერი გამოდის)
ინგრედიენტები:
24 სმ დიამეტრის მქონე ტორტის ფორმა.
250 გრ კარაქი, 250 გრ შაქრის პუდრა, 5 კვერცხი, 1 ლიმონის წვენი და გახეხილი ცედრა, 20 მლ რომი, 250 გრ ფქვილი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, დანის წვერზე დაფქული ჯავზის კაკალი, 150 გრ წვრილად დაჭრილი ალუბლის ცუკატი, 800 გრ ქიშმიში (400 გრ ყვითელი და 400 გრ ყავისფერი), 100 გრ ლიმონის კანის ცუკატი, 100 გრ ფორთოხლის კანის ცუკატი, 50 გრ წვრილად დაჭრილი ნუში, 500 გრ შაქრის პუდრა, 2-3 კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
სხვადასხვა ფორმის შაქრის კამფეტები მოსართავად

ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი. ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. შაქრის პუდრა და კარაქი ავთვიფოთ კარგად, სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები, დავუმატოთ ლიმონის წვენი, ცედრა და რომი. ჩავაყაროთ 1-2 ს/კ ფქვილი, მოვურიოთ, ჩავაყაროთ დარჩენილი ფქვილი, დარიჩინი, ჯავზის კაკალი, ალუბალი, გარეცხილი და გაწურული ქიშმიში, ლიმონის და ფორთოხლის ცუკატები და ნუში. მოვურიოთ კრგად. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, თავი მოვუსწოროთ და საათნახევრით შევდგათ გახურებულ ღუმელში. ტორტის ღუმელიდან გამოღებამდე ასანთის ღერით დავრწმუნდეთ რომ კარგად გამოშრა (ბისკვიტში ჩარჭობილ ასანთის ღერს ნამცეცები თუ არ ამოყვა, ტორტი მზადაა). საჭიროების შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. მზა ტორტი ფორმიდან ამოვიღოთ და გაგრილება ვაცადოთ.
შაქრის პუდრა, კვეცხის ცილა და ლიმონის წვენი ერთმანეთში ავურიოთ და სქელი სარკალა დავამზადოთ. სარკალას ნაწილი ტორტს თავზე და გვერდებზე წავუსვათ, ნაწილი კი საკონდიტრო ტომსიკაში ჩავასხათ და სურათზე მოცემული ნიმუშის მიხედვით მოვრთოთ. ბოლოს, ტორტი ნაირფერი შაქრის ყვავილებითაც დავამშვენოთ.
შენიშვნა: ინგლისური ტორტი მით უფრო გემრიელია, რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ. სასურველია, რომ ქორწილამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც გამოცხვეს. გამომცხვარი ბისკვიტი გაახვიეთ ფოლგაში და შეინაცხეთ ცივ ადგილას. მორთვით კი, ქორწილის წინ უნდა მორთოთ. კარგად შეფუთული ბისკვიტი წლების მანძილზე ინახება. ინგლისური ტრადიციის თანახმად, საქორწილო ტორტის ერთ ნაჭერს ინახავენ და პირველი ბავშვის ნათლობაზე მიირთმევენ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment