უნგრული ლეჩო

Approved by Natia Jinjolava


მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს და დღეს რომ თბილისში ვიღვიძებ, სად დამიღამდება არავინ იცის. ასე დავქრივარ ჩემი დღე და მოსწრება და მთელ მსოფლიოს ვეცნობი, თავისი ტრადიციებით და რასაკვირველია - სამზარეულოთიც. სულ ახლახანს უნგრეთშიც ჩავირბინე (რაღაც პატარა საქმე მქონდა) და მათი არაჩვეულებრივი ლეჩო მივირთვი. ისე მომეწონა, გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა, საშველად ჩემს გულკეთილ მასპინძელს ვუხმე და რეცეპტიც ჩავაგვირისტე. ლეჩო - სახელგანთქმული და ამასთანავე უგემრიელესი უნგრული სოუსია, რომელიც პამიდვრისა და წიწაკისგან მზადდება. ნებისმიერი კერძის საფუძვლადაც გამოდგება (რა ჯობია ლეჩოში ჩაშუშულ ხორცს!) და ცალკეც გემრიელია, თუნდაც კარტოფილთან, მაკარონთან ან მოხარშულ ხორცთან. რათ მთავარია, ერთხელ კეთდება და მერე მთელი ზამთარი ინახება! თან მოხუფვაც არ უნდა, ერთი სიტყვით:
6 კილო პამიდორი დამდუღრეთ და მერე კანი გააცალეთ, კუბიკებად დაჭერით და დაუმატეთ 3 კილო შუაზე გაჭრილი (სიგრძეზე), ყუნწმოჭრილი და თესლგაცლილი დასამწნილებელი მწვანე წიწაკა, ჩააყარეთ 200 გრამი შაქარი, 100 გრამი მარილი (მარილი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ), 200 გრამი თეთრი ღვინის ძმარი, 200 გრამი ზეთი და წვრილად დაჭრილი 1 საშუალო კონა ოხრახუში. ვისაც ცხარე გიყვართ, წითელ წიწაკასაც ნუ დაიშურებთ! ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და ცეცხლზე შემოდგით. ხარშეთ 25-30 წუთი და ქაფქაფავე ჩაასხით ქილებში. იფ, იფ, დიდებული რამეა!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი პანტერა

2 კომენტარი.:

  1. Anonymous

    me
    uketesi recepti vici

  1. Natia Jinjolava

    რა ჯობია მაგას! სიამოვნებით გავეცნობით და თუ სურვილი გაქვღ, გამოვაქვეყნებთ კიდეც!

Post a Comment