ყოველ წელს, 31 დეკემბერს...

Approved by Mary Poppins


ყოველ წელს, 31 დეკემბერს მეგობრებთან ერთდ აბანოში მივდივარ... არა. ყოველი წლის 2 იანვარს მთელი ოჯახი ვიკრიბებით, რძლებით, სიძეებით, სარძლოებით, სასიძოებით და წლიდან წლამდე ვმატულობთ და ვმატულობთ. ეს ტრადიცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არავინ და არასდროს არ აკლდება და  წელს აშკარა გახდა, რომ სამომავლოდ კიდევ ერთი მაგიდის დამატება მოგვიწევს - ძველთან ვეღარ ვეტევით. ტრადიციულ ქართულს სუფრაზე, ტრადიციული ქართველი თამადის ხელმძღვანელობით, ვქეიფობთ, ვხუმრობთ, სახალისო ისტორიებს ვიხსენებთ, ერთმანეთს ვეფერებით, წინდაწინ მომარაგებულ და საგანგებოდ შერჩეულ ანეგდოტებს ერთმანეთს ვუზიარებთ და ყოველგვარი ღრეობისა და ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე, დღის ბოლოს ცხოვრებით კმაყოფილები ვიშლებით. უნდა გამოგიტყდეთ, რომ წელს ამ შეკრებაზე ცოტა შეშფოთებული მივდიოდი, მით უმეტეს რომ ახალი რძალი, სიძე და სარძლო შემოგვემატა, თავიანთი ტრადიციებითა და ჩვევებით. ჩემი შეშფოთების თუ საგონებელში ყოფნის მიზეზს კი ახლავე აგიხსნით:
1 იანვარი მეგობრებთან ერთად გავატარე. არა, კარგადაც გავერთე და ბედნიერი წელიც დავიბედე. მე მეგობრების მოყოლილმა ისტორიებმა ამიშალა წვეტიანი აზრები. ერთი, სექტემბერში გათხოვილი მოგვიყვა, რომ მის ქმრის ოჯახში თურმე ნაძვის ხეს საერთოდ არ დგამდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სახლში 12 წლის მული ყავს და არც ახალგაზრდა დედამთილ-მამამთლი ამბობს პურმარილებზე და ცეკვა-თამშზე უარს. ტრადიცულ ოჯახში გაზრდილი და მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილ საჩუქრებს მიჩვეული გოგო დედამთილის შეუთანხმდა და საახალწლო სამზადისი თავის თავზე აიღო. ქმარი გვერდში ამოიყენა, ნაძვის ხეც შეიძინა, სათამაშოებიც, ოჯახის წევრებს საჩუქრებიც გაუმზადა, სახლი მორთო, ბაზარში იყო და შესანიშნავი საზეიმო ვახშამიც გაამზადა... ერთი სიტყვით, თავის ახალ ოჯახში პირველი ახალი წლის ტრადიციულად შესახვედრად ყველაფერი გააკეთა. საღამოს 7 საათზე მამამთლილმა ძმაკაცები მოიყვანა, იქეიფა, რძლის სადღეგრძელო სკამზე ასულმა დალია (რძალი მართლა ძალიან უყვარს) და ათისთვის უკვე კარგად მთვრალი სადღაც წავიდა. დედამთილმა თავი მტკივაო და გოგო როგორ არ ეხვეწა, გაშლილი სუფრისთვის არც კი დაუხედავას, 11 საათზე დასაძინებლად წავიდა და დაწვა... ოჯახს კარგად ვიცნობ, დამიჯერეთ, რძალი ძალიან უყვართ: უბრალოდ, მამამთილს თავისი თავი და ქეიფი კიდევ უფრო უყვარს, დედამთილი კი ქმირსგანაა ასე გამწარებული.
მეორე დაქალმა, ეგ რა არისო. ტკბილი სუფრა სასტუმრო ოთახში გავშალეთ და ჩემი ქმარი და მამამთილი ორიოდე ბიძაშვილთან ერთად სვამდნენო, საახალწლო პურ-მარილს კი დედამთილი ამზადებდა სასადილო ოთახშიო. თორმეტს ათი წუთი აკლდა, დედმთილმა დაგვიძახა გამოდით, მაგიდა გავშალეო და მამამთილი ცოტა ხანი შეყოვნდა - სადღეგრძელოს ამბობდაო. გამწარებული დედამთილი შემოვარდა და მამამთილი წყევლა, „შენ არ მიაღწიო ახალ წლამდეო“, ამაზე მამამთილმა მაგრად აგინა და სადღაც პირველ საათამდე ასე კიოდნენ არ გაჩუმებულანო... ახალ წელს, მე, ჩემი ქმარი, ბავშვი და ქმრის ბიძაშვილები შევხვდით, იმათ მეორე ოთახში წიოკი გაჰქონდათო. შარშან ისე იჩხუბეს, თერთმეტ საათზე მამამთილი საერთოდ სახლიდან გაიქცაო... მენდეთ, ესენიც ძალიან კარგი და ქართული გაგებით ბედნიერი ოჯახის რიცხვში შედიან.
მესამემ, რომრლიც ქმართან და შვილებთან ერთად ოც წელზე მეტია მარტო ცხოვრობს - სამი წლის წინ შევცდი და ახალი წლის შესახვედრად დედამთილ-მამამთილი და მული თავისი პატარა შვილებით მოვიპატიჟეო.ზუსტად 12 საათზე, ფეირვერკის საყურებლად აივანზე გავედით და 3 წლის მულიშვილმა ამ ბათქა-ბუთქში ჩაიფსაო. ბავშვს მული ეტაკა და ცემით მოკლა, გეგონება მანამდე არასდროს ჩაეფსასო. გამწარებული ბავშვი რომ აღრიალდა, მულს დედამთილი დააცხრა კივილით, ბავშვი რატომ ცემეო. იმათ მე დავეძგერე, ამ ახალ წელს სახლში კივილ-წივილი და წიოკი რომ არ ამიტეხოთ, რა იქნებაო...
რა გვჭირს, ხალხო? ძალიან შევშფოთდი და შემეშინდა ჩემს ოჯახსაც იგივე ხომ არ ემუქრებოდა, მაგრამ დღევანდელმა საღამომ ჩემი ეჭვები სასიამოვნოდ გააქარვა. გასაგებია, რომ ყველაფერი საახალწლო სამზადისისგან გადაღლილობის ბრალია. ქანცგაწყვეტილი დიასახლისები საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებენ, მაგრამ განა, ღირს ამად ახალი წელი? მე არ მჯერა იმის, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები ისეთი წელი გექნება, ან შემოკლებული სიცოხლის, დაწყვეტილი ნერვების, გამწარებული საღამოს ფასად ნუთუ გვიღირს, ერთი საცივი? მეგონი ძეხვიან ბუტერბროტთან და ტელევიზორთან გატარებული მხიარული და მშვიდი საღამო სჯობს, ცრემლ და ოფლ დაპკურებულ გოჭითა და კუჭმაჭით გაზნექილ სუფრას. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ყველა ეს დიასახლისი მომავალ წელსაც ასევე დაუზარლად იშრომებს, ასევე მოიშლის ნერვებს, ასევე გაალმასებული დააცხრება თავს ოჯახის წევრებს, ასევე იჩხუბებს და ასევე გულწრფელად იქნება დარწმუნებული, რომ ახალ წელს ღირსეულად და კარგად შეხვდა - რაც მთავარია, სუფრა ხომ ქონდა გადასარევი?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment