ჰაგისი (Scottish Haggis)

Approved by Mary Poppins



ეს ჰაგისის შოტლანდიური რეცეპტია, ამიტომ მისი გარკვეული ინგრედიენტები შეიძება უჩვეულოდ და უცნაურად მოეჩვენოთ, მაგრამ შედეგი მართლაც შესანიშნავია.
ინგრედიენტები: 1ცალი ცხვრის კუჭი ან ხარის ფაშვი - კარგად გარეცხილი, გასუფთავებული, გაფუფქული და შიგნიდან გარეთ ამოტრიალებული, ერთი ღამით მარილიან ცივ წყალში ჩამბალი, ცხვრის გული და ფილტვები, 450 გრ საქონლის ან ცხვრის მყესები, ქონი და მჭლე ხორცი, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 225 გრ შვრიის ღერღილი,1 ს/კ მარილი, 1 ს/კ დაფქული პილპილი, 1 ს/კ დაფქული ხმელი ქინძი,  1 ს/კ დაფქული ჯავზის კაკლის ყვავილი, 1 ს/კ დაფქული ჯავზის კაკალი, წყალი, ფილტვებისა და მყესების ნახარში ბულიონი
გარეცხეთ გული და ფილტვები (თუ გსურთ ღვიძლიც). დიდი ზომის ცივი წყლით სავსე ქვაბში ჩაალაგეთ მყესებთან ერთად და წამოადუღეთ. დაახლოებით 2 საათი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ბულიონი გადაწურეთ და ცალკე შეინახეთ. გული, ფილტვები და მყესები ხორსცაკეპ მანქანაში გაატარეთ. გატარებულ გულ-ღვიძლს წვრილად დაჭრილი ხახვი, შვრიის ღერღილი, მარილი, პილპილი და სანელებლები დაუმატეთ. ერთმანეთში კარგად აურიეთ და სინოტივისთვის ცოტაოდენი ბულიონი დაუმატეთ. მასა რბილი და ნაზი უნდა გამოვიდეს. მიღებული მასა კოვზით ჩატენეთ ცხვრის კუჭში. კუჭი ნახევრამდე გაავსეთ და მერე მჭიდროდ ამოკერეთ გამძლე ძაფით (ხარშვის პროცესში რომ არ გასკდეს). ჰაგისი მდუღარე წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ (წყალი უნდა ფარავდეს) და სამი საათის განმავლობაში ხარშეთ. ქვაბს თავსახურს ნუ დაახურავთ. პერიოდულად ამომშრალი წყლის ნაცვლად ახალი ამატეთ. ჭამის წინ ჰაგისი ერთი ბოლოდან მეორემდე გაჭერით და შეიგთავსი თეფშზე გადმოიღეთ. მიირთვით თალგამისა და კარტოფილის პიურეს გარნირთან ერთად და აუცილებლად დააყოლეთ ნამდვილი შოტლანდიური ვისკი!
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment