მილანური მარციპანის ტორტი

Approved by Natia Jinjolava



26 სმ დიამეტრიანი ფორმისთვის: 6 კვერცხის გული, 3 ს/კ თბილი წყალი, 120 გრ შაქარი, ½ ლიმონის გახეხილი ცედრა, 4 კვერცხის გული, 80 გრ ფქვილი, 20 გრ კარტოფილის სახამებელი, 120 გრ კანგაცლილი და დაფქული ნუში; 300 გრ ჟოლოს ჯემი, 400 გრ მარციპანი, 100 გრ შაქარი, 6 კვერცხის გული, 1 ს/კ რომი, 1 კვერცხის ცილა; 60 გრ მოხალული ნუშის ფანტელი
ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი, ღუმელი გავახუროთ 200°C-მდე. კვერცხის გულები, ერთი მუჭა შაქარი, თბილი წყალი და ლიმონის ცედრა ვთქვიფოთ გათეთრებამდე. ცალკე ჯამში კვერცხის ცილები ავთქვიფოთ და თქვეფის პროცესში თანდათანობით ჩავათქვიფოთ დარჩენილი შაქარი. ათქვეფილი ბეზე ძალიან ფრთხილად გადავურიოთ გულებში. ფქვილი და სახამებელი გავცრათ და დაფქულ ნუშთან ერთად ძალიან ფრთხილად გადავურიოთ კვერცხის მასაში. ცომი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და ვაცხოთ დაახლოებით 35-40 წუთი. გამზადებული ბისკვიტი ფორმიდან ამოვიღოთ და 1 ღამე გავაჩეროთ. მეორე დღეს ბიკვიტი სამ ფენად გავჭრათ. ორ ფენას გადავუსვათ 200 გრ ჟოლოს ჯემი და ერთამენთზე დავალაგოთ. ზემოდან დავაფაროთ ბისკიტის მესამე ფენა. მარციპანი, შაქარი, რომი და კვერცხის გულები კარგად ავუროთ ერთმანეთში. ამ მასის ნახევარი ვარსკვლავიანი თავის მქონე საკონდიტრო ტომსიკაში მოვათავსოთ, მეორე ნახევარს კი კვერცხის ცილა დავუმატოთ და გავათხელოთ. გათხელებული მარციპანის მასა წავუსვათ ტორტს თავზე და გვერდებზეც. ტორტი ტომსიკაში მოთავსებული მარციპანით მოვრთოთ ზუსტად ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ღუმელი 250°C-მდე გავახუროთ და ტორტი შევდგათ ცოტა ხნით, სანამ მარციპანი ოდნავ მობრაწვას არ დაიწყებს. დარჩენილი ჟოლოს ჯემი შევათბოთ, ნაწილი ტორტს გვერდებზე წავუსვათ, ნაწილით კი როგორც სურათზეა, ტორტის თავზე მარციპანით დახატული ორნამენტები ამოვავსოთ. ტორტს გვერდებზე მოხალული ნუშის ფანტელები მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment