მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სუნამოები

Approved by Mary Poppins


დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სუნამოების ათეულს გაგაცნობთ.  ამ ტიპის სუნამოები არა მხოლოდ განსაკუთრებული  ინგრედიენტებისგან დამზადებული  საუცხოო სურნელით გამოირჩევა, არამედ  თავისი ძვირფასი ფლაკონითაც. ამ სუნამოების ფლაკონები ძვირფასი თვლებით თუ მეტალებით არის დამშვენებული და სწორედ ეს განაპირობებს მათ ესოდენ დიდ ფასს.  სუნამოს გათავების შემდგომ მათი ფლაკონები კარგ სამახსოვრო ნივთადაც შეგიძლიათ დაიტოვოთ, იმდენად ძვირფასი და მიმზიდველია მათი დიზაინი.

ამ სიის სათავეში  და უდავოდ პირველ ადგილზეა  ყველაზე ძვირფასი სუნამო Clive Christian Perfume, რომლის ფასი არც მეტი არც ნაკლები “სულ მცირე“ 215 000 აშშ დოლარია. აქედან  175 000  დოლარი მხოლოდ  სუნამოს შუშა ღირს, რომელიც მორთულია ხუთ კარატიანი ბრილიანტითა და 18 კარატიანი ოქროთი.  ხოლო თვით შიგთავსი კი 31 650 აშშ დოლარი ღირს. ამ სუნამომ  თავისი ფასისა და უნიკალურობის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კი დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ყველაზე ძვირადღირებულმა სუნამომ. დამეთანხმებით ალბად, საკმარისია ქალმა ეს  არომატი დაისხას, რომ გარშემომყოფთაგან ყველას მოაჯადოვებს. მას არც ბრენდების ჩაცმა და ძვირადღირებული სამკაულების ასხმა აღარ დასჭირდება ფურორის მოსადენად. ამისთვის ამ სუნამოს რამოდენიმე წვეთიც კმარა, რომელიც ჟასმინის, მიხაკის და ლიმონის არომატებს შეიცავს.  მსურველებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს სუნამო ყველა მოკვდავისთვის არ არის ხელმისაწვდომი. იგი ძალიან მცირე რაოდენობით, მაქსიმუმ 10 ცალი მზადდება.


ამ სიაში მეორე ადგილზეა  პაკო რაბანეს 18 Carats LUXE Edition Perfume. ამ ბრენდმა გული არ დასწყვიტა მამაკაცებს და მათთვისაც შექმნა ძვირადღირებული უნიკალური სურნელი. ამ  სუნამოს ორიგინალური ფლაკონიც   ბრილიანტებით და ოქროთია გაფორმებული, რომლის დიზაინიც ცნობილ დიზაინერს Noe Duchaufour - Lawrence-ს ეკუთვნის.  მასში მხოლოდ 100 მლ სუნამო ასხია. მაგრამ გული არ გაიტეხოთ, როგორც კი სუნამო დაგიმთავრდებათ ფლაკონს ნუ გადააგდებთ, რადგან მისი შევსება კვლავ შეიძლება იმავე ან სხვა სურნელით. ეხლა ფასს აღარ იკითხავთ? წინა სუნამოსგან განსხვავებით საგრძნობლად იაფი ღირს, სულ რაღაც  57 000 აშშ დოლარი. 




მესამე ადგილი ეკუთვნის Guerlain-ის  ყველასთვის კარგად ცნობილი სუნამოს IDYLLE-ს ძვირადღირებულ ვარიანტს Ora Ito’s Fragrance-ს. მისი ფასი 45 000 აშშ დოლარია. იგი შექმნა Thierry Wasser-მა და მიუძღვნა  ამქვეყნად ყველა შეყვარებულ ადამიანს. სამწუხაროდ ყველა შეყვარებულს ამის შეძენის საშუალება არა აქვს.  ესეც ხომ რჩეულთა ხვედრიაJ . ეს სუნამო შეიცავს  შროშანების, პიონების და ვარდის არომატებს.  როგორც შემქმნელები გვარწმუნებენ ამ სურნელისადმი გულგრილი ვერც ერთი შეყვარებული ვერ დარჩება.  ამ საოცრების ფლაკონიც მოოჭვილია 18 კარატიანი ოქროთი.

Les Larmes Sacree’s de Thebes of Baccarat, კიდევ ერთი  განსაკუთრებული სურნელია რომელსაც Baccarat-ს სახლი გვთავაზობს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბროლის ბოთლები რომელშიც ეს უნიკალური სურნელი ასხია. მისი დამზადება 1998 წლიდან დაიწყეს და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს,  განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებში თავისი მომაჯადოვებელი, დახვეწილი  და გამორჩეული არომატის წყალობით. როგორც მოგეხსენებათ Baccarat-ს სახლი განთქმულია სუნამოების ექსკუზიური დიზაინის მქონე ბოთლების დამზადებით. ეს სურნელი პირამიდის ფორმის ბროლის ბოთლში ასხია და მისი ფასი მხოლოდ 6 800 აშშ დოლარია.

Ralph Lauren Perfume Notorious - ეს სუნამო მხოლოდ 3 540 აშშ დოლარი  ღირს.  ბრენდი Ralph Lauren ცნობილია  ტანსაცმლის   წარმოებით, მაგრამ  მან ბედი სუნამოების დამზადებაშიც სცადა. მინდა გითხრათ   რომ  ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. ამ სურნელს განსაკუთრებით 25  წელს გადაცილებული  ქალბატონები ეტანებიან. იგი ჩამოსხმულია მოოქროვილ ბოთლში, რის გამოც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სუნამოს რეკლამას  კი ცნობილი ფრანგი მსახიობი ლეტიცია კასტა უწევს.

Bond No 9 -  მინდა განსაკუთრებით ამ სუნამოს მეტად ორიგინალური ბოთლი აღვნიშნო, რომელიც სვაროვსკის კრისტალებით არის მოოჭვილი. სვაროვსკი კი  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალებში.  ასე რომ, გასაგებია თუ რატომ ეტანებიან ფულიანი ქალბატონები ამ სუნამოს. სურნელი გათავდება, ხოლო სამახსოვროდ კი უნიკალური ნივთი, სვაროვსკის კრისტალებით გაფორმებული ბოთლი შეგრჩება. ამ სუნამოში სხვა საინტერესო არომატებთან ერთად გამოყენებულია ხის სურნელი, ფოთლების, კარამელის არომატი.  მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ერთად ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ფინანსები ჯერ-ჯერობით ამდენს ვერ ქაჩავს. მისი ფასი 3500 აშშ დოლარია. მინდა გითხრათ რომ  ამ ბრენდს დაახლოებით 32 სურნელი აქვს, რომლებიც ასევე სვაროვსკის თვლებით მოოჭვილ შესაფერის ბოთლებშია ჩამოსხმული. იმედია ოდესმე ერთ-ერთ მათგანს მაინც შევიძენ J. 

Dream de Rachel Elbaz perfume - ამ სუნამოს განსაკუთრებული დიზაინი ფრანგ კუტურიეს Rachel Elbaz-ს ეკუთვნის, სწორედ აქედან მომდინარეობს ამ სუნამოს სახელიც. ეს სურნელი შექმნილია 40 წელს გადაცილებული ასაკის ქალბატონებისთვის და მას ჟასმინის არომატი დაჰკრავს. ამ სუნამოს ფლაკონი მეტად ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა და ისიც სვაროსვკის კრისტალებითაა გაფორმებული. ხოლო ეს სილამაზე კი აბრეშუმით გაწყობილ  ნაზ ვარდისფერ ყუთში არის მოთავსებული. მოკლედ, თქვენ თვითონ ნახავთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სურათის საშუალებით. ეს ბედნიერება არც მეტი არც ნაკლები 2446 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. ვისურვებდი რომ  ქართველ  40 წელს გადაცილებული  ქალბატონების სუნამოების კოლექციაშიც  გაჩნდეს ეს სუნამო. ეს თუ არა სხვა, რომელიმე ამ ჩამონათვალიდან.

Caron's Poivre Perfume  2 oz Parfume- ამ ბრენდს 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სუნამოების წარმოებაში და მისთვის მეტად ორიგინალური არომატებია დამახასიათებელი. მისი პირველი სუნამო 1954 წელს დამზადდა, რომელშიც წითელი და შავი წიწაკის არომატები ერწყმოდა დანარჩენი ინგრედიენტების სურნელს. ეს სუნამო როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისათვისაც მზადდება. იგი ძალიან ლამაზ, უწმინდესი კრისტალებით გაწყობილ ბოთლში ასხია, რომელიც სინათლის სხივებს ირეკლავს და თვალისმომჭრელად ბრწყინავს. ეს შესანიშნავი ფლაკონი კი ძალიან ორიგინალურ თეთრ ყუთში დევს და ფასიც ასეთივე ორიგინალური აქვს - სულ რაღაც 2000 აშშ დოლარი. როგორც მავანნი ირწმუნებიან, ამ სუნამოს დიზაინი და სურნელი გულგრილს არავის ტოვებს.

Annik Goutal Perfume EAU D’hadrien - გამოგიტყდებით  მისი სურნელიდან გამომდინარე ეს სუნამო ძალიან საინტერესოა ჩემთვის. თუ რატომ, ამას ის ადამიანები მიხვდებიან ვინც კარგად მიცნობს. ამ სუნამოში შერწყმულია სიცილიური ლიმონის და იტალიის  მწველი მზის ქვეშ დამწიფებული გრეფრუტის არომატები. ეს სუნამო სპეციალურად შეყვარებული ადამიანისთვის არის შექმნილი. იგი დამზადებულია ცნობილი პარფიუმერის ანიკ გუტალის მიერ. ჩამოსხმულია ძალიან ლამაზ ბროლის ბოთლში, რომელიც ძალიან კარგი საჩუქარია იმ ადამიანისთვის ვინც გიყვართ.  ეს საჩუქარი კი არც მეტი არც ნაკლები 1500 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.


Hermes Parfume 24 Faubourg - აი, კიდევ ერთი 1500 დოლარიანი სუნამო, რომელიც 1995 წელს შეიქმნა Maurice Roucel-ის მიერ. ამ სუნამოს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს: მისი არომატი წარმოუდგენლად დიდხანს ძლებს. იგი სუმბულის, ვანილის, ფორთოხლის ყვავილის, ჟასმინისა და სხვა არომატების ნაზავისგან შედგება. ძალიან ლამაზ ბოთლშია ჩასხმული და ასეთივე ორიგინალური დიზაინით გაფორმებულს ყუთშია მოთავსებული. 


ათი ყველაზე ძვირფასი სუნამოს შესახებ მოგიყევით.  მე ყველა ქალბატონს  და მამაკაცებსაც ვუსურვებ რომ ასეთი სუნამოებით ხშირად გაენებივრებინოთ საკუთარი თავი. უფრო უკეთესი იქნება თუკი მათ საყვარელი ადამიანი განსაკუთრებული სიყვარულით მოგიძღვნით.


კეთილი სურვილებით, იფიგენია დაუტფაიერი







0 კომენტარი.:

Post a Comment