ტორტი „მალაკოფი“ (Torte Malakoff) - მორიგი ფრანგული დესერტი რუსული სათაურით

Approved by Natia Jinjolava



სევასტოპოლთან ბრძოლის დროს, 1855 წელს ციხესიმაგრე „მალახოვის“ აღების შემდეგ,  საფრანგეთის მარშალ ჟან პელისიეს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვისათვის ჰერცოგი მალხოვის ტიტული უბოძეს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავი ბანკეტისთვის გამოიგონეს ფრანგმა კონდიტერებმა ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ უნდა და რომით დანამული მზა ბისკვიტის პეჩენიებისაგან (პავეზინებისგან) და ნაღების კრემისაგან მზადდება. რეცეპტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დღემდე მოაღწია და დიდი პოპულარულობითაც სარგებლობს.

ტორტი მალახოვი
26 სმ დიამეტრის ტორტის ფორმისათვის: ½ ლ რძე, 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (იყიდება სუპერმარკეტებში), 5 ს/კ შაქარი, 250 გრ კარაქი, 3 ს/კ შაქრის პუდრა; 250 გრ მზა პეჩენია „პავეზინი“ (ტირამისუს პეჩენიები), 1 ს/კ ნეკერჩხლის სიროპი, 4 ს/კ „მარსალას“ ტიპის სადესერტო ღვინო, 1 ჩ/კ რომი, 50 გრ შავი მოცხრის ჯემი; 100 გრ ნუშის ფანტელი, 14 გრ ფხვიერი პეჩენია
რძის, შაქრისა და პუდინგის ფხვნილისგან მოვადუღოთ კრემი (ინსტრუქცია პუდინგის პაკეტს აწერია: შემთბარ რძეში გახსენით პუდინგის ფხვნილი, დაუმატეთ შაქარი და მორევა მორევით აადუღეთ. ადუღეთ 1 ან 2 წუთი). კარაქი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და თითო-თითო კოვზობით შევათქვიფოთ გაცივებულ პუდინგის კრემს. ტორტის ფორმის ფსკერზე ერთ ფენად ჩავალაგოთ პეჩენიები. ნეკერჩხლის სიროპი, რომი და ღვინო ერთმანეთში ავურიოთ და ამ ნარევის ნახევრით დავნამოთ პეჩენიები. ჯემი შევათბოთ და მისი ნახევარი გადავუსვათ პეჩენიების ფენას. მერე გადავუსვათ პუდინგის კრემის სქელი ფენა. ისევ დავალაგოთ პეჩენიები, ისევ დავნამოთ და წავუსვათ ჯემი. ზემოდან დავადოთ პუდინგის კრემის სქელი ფენა, და კრემი წავუსვათ ტორტის გვერდებსაც. ტორტს გვერდებზე ნუშის ფანტელი მოვაყაროთ. დარჩენილი კრემი ჩავდოთ ტომსიკაში და მოვრთოთ ტორტი როგორც სურათზეა ნაჩვენები: ტორტის კიდეს 16 ცალი ვარსკვლავი დავასვათ. თითოეულ ვარსკვლავში თითო ფხვიერე პეჩენია ჩავდოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment