ტრიუფელები კონიაკით

Approved by Mary Poppins



(გამოდის 75 ცალი)
100 გრ მწარე შოკოლადი, 50 გრ რძიანი შოკოლადი, 125 გრ კარაქი, 150 გრ შაქრის პუდრა, 0,03 ლ ძალიან კარგი ხარისხის კონიაკი, 30 გრ კაკაო, კაკაო კამფეტების ამოსაგანგლად
ორივე შოკოლადი გავხეხოთ რაც შეიძლება წვრილ სახეხზე. კარაქი ავთვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და თითო-თითო სუფრის კოვზად ჩავათქვიფოთ ჯერ შაქრის პუდრა, შემდეგ გახეხილი შოკოლადი. როგორც კი მასა ელასტიური და ერთგვაროვანი გახდება წვეთ-წვეთად დავუმატოთ კონიაკი და შევაზილოთ კაკაო. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და დაახლოებით ნახევარი საათით შევდგათ მაცივარში.
გაცივებული მასა მაცივრიდან თითო-თითო ჩაის კოვზად გამოვიღოთ (რომ არ გათბეს) და გავაკეთოთ ბურთულები. გამზადებული ბურთულა ამოვგანგლოთ კაკაოში, ჩავალაგოთ ქაღალდის დაგოფრილ კალათებში და შევინახოთ მაცივარში. ინახება ერთი კვირის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment