ვანილის ნალი

Approved by Mary Poppins



(გამოდის 60 ცალი)
ინგრედიენტები: 300 გრ ფქვილი, 70 გრ შაქარი, 100 გრ დაფქული ნუში, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 210 გრ კარაქი ან მარგარინი, 3 ს/კ შაქრის პუდრა
დაფაზე დავყაროთ ფქვილი, შაქარი, ნუში და ვანილის შაქრის ნახევარი. ცივი კარაქი დავჭრათ კუბიკებად და ფქვილის და შაქარის მასასთან ერთდ დავკეპოთ დანით. მერე ძალიან სწრაფად მოვზილოთ ცომი რაც შეიძლება ცივი ხელებით (ცომი და კარაქი რომ არ გავათბოთ). ცომი გავახვიოთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში შევდოთ 1 საათით. საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი და დავაფინოთ პერგამენტი. ღუმელი გავახუროთ 175°C-მდე. ცომი გავაბრტყელოთ და 3 სმ დიამეტრის რულეტად დავახვიოთ. მერე დავჭრათ 1,5 სმ-ის პორციებად და თითოეული პორციისგან ჟგუტები დავაგორგოლაოთ. გამზედებული ჟგუტი რკალივით მოვხაროთ და ნალის ფორმა მივცეთ. ნალები დავალაგოთ პერგამენტზე და 15-20 წუთი ვაცხოთ. ვეცადოთ, არ დავბრაწოთ და თეთრი ფერი შევუნარჩუნოთ. დარჩენილი ვანილის შაქარი და შაქრის პუდრა ერთმანეთში ავრიოთ და ღრმა მათლაფაზე დავყაროთ. ცხელ-ცხელი პეჩენიები ვანილიან შაქარში ამოვგანგლოთ და გასაგრილებლად ლანგარზე დავალაგოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment