ფსტის კაკლის (ბუსტუღის) ბურთულები

Approved by Mary Poppins



(გამოდის 40 ცალი)
ინგრედიენტები: 100 გრ ფსტის კაკალი, 50 გრ შაქრის პუდრა, 200 გრ მარციპანი, 4 ს/კ ნუშის ლიქიორი, 200 გრ თეთრი შოკოლადი
20 გრ ფსტის კაკალი წვრილად დავჭრათ და კამფეტების მოსართავად გადავინახოთ. დარჩენილი კაკალი და შაქრის პუდრა ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში ერთგვაროვან მასად ვაქციოთ. მარციპანის მასა დავაქუცმაცოთ, დავასხათ ლიქიორი და ბუსტუღის კრემთან ერთად ჯერ ჩანგლით და მერე ხელებით კარგად დავსრისოთ და მაგარი ცომივით მოვზილოთ. მიღებული პლასტიკური მასიდან ძალიან ცივ წყალში დასველებული ხელით დავაგორგოლაოთ დაახლოებით ალუბლის ზომის ბურთულები. თეთრი შოკოლადი დავტეხოთ და წყლის აბაზანაზე გავადნოთ. შოკოლადი ოდნავ რომ შეგრილდება, ფსტის კაკლის ბურთულები კბილის საჩიჩქნ ხის ჩხირზე წამოვაცვათ და შოკოლადში ამოვავლოთ და ცხიმწასმულ თუნუქის ლანგარზე ან პერგამენტის ქაღალდზე დავალაგოთ გასაშრობად. თავზე დაჭრილი ბუსტუღი მოვაყაროთ. გამშრალი კამფეტები ჰერმეტულ თავსახურიან კონტეინერში შევინახოთ
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment