Sauce Périgueux - ტრიუფელის სოუსი

Approved by Mary Poppins



ინგრედიენტები:  (4 ულუფისთვის) 1-2 ცალი შავი ტრიუფელი, 200 მლ ხბოს ბულიონი, 200 მლ ღვინო „მადერა“, 1 ს/კ კარაქი, 40 გრ გაყინული კარაქი, მარილი და პილპილი
ხბოს ხორცის ბულიონისთვის: 600 გრ ხბოს ძვალი, 1 ს/კ ერბო, 2 პატარა სტაფილო, 40 გრ ნიახურის ბოლქვი, 1 პატარა ხახვი, ½ კბილი ნიორი, 1/3 ყავის კოვზი ტომატ-პასტა, 6 ს/კ წითელი ღვინო
ბულიონისთვის ქვაბში ჩავყაროთ ძვლები და კარგად დახრაკეთ ერბოში. სტაფილო, ხახვი და ნიახური გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ძვლებს. ბოსტნეული გაყავისფრებამდე რომ დაიბრაწება დაუმატეთ ნივრის კბილი, ტომატ პასტა და ორი წუთი კიდევ თუშეთ. მერე დაასხით ღვინო, ცოტა ხანი ადუღეთ და დაუმატეთ 1,5 ლ წყალი. ადუღეთ სანამ სითხის ¼ არ ამოორთქლდება. მოხარშული ბოსტნეული ბულიონთან ერთად საცერში გაატარეთ, პიურედ აქციეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
ტრიუფელები გათალეთ და წვრილად დაჭერით. ნათალს ნუ გადააგდებთ. ხბოს ბულიონი მადერასთან ერთად წამოადუღეთ და ამ ხსნარში ტრიუფელის ნათალები ხარშეთ. სითხე ნახევრამდე ამოაორთქლეთ. სანამ ბულიონი დუღს, ტრიუფელი მოთუშეთ 1 ს/კ კარაქში. ამოორთქლებული სოუსი გადაწურეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. გაყინული კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და სათითაოდ ჩაათქვიფეთ სოუსში. მერე დაუმატეთ მოთუშული ტრიუფელი, ჩააყარეთ მარილი და პილპილი.
ეს სოუსი განსაკუთრებულად უხდება შემწვარ ხორცს (როსტბიფს და ბიფშტექსს).
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment