გარგრის ბურთულები

Approved by Natia Jinjolava



(გამოდის 40 ცალი)
200 გრ კურაგა, 4 ს/კ გარგრის ლიქიორი, 75 გრ კარაქი, 100 გრ ქოქოსის ფანტელი ან დაფქული ნუში, 50 გრ შაქრის პუდრა, 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი, ½ ლიმონის გახეხილი ცედრა, 200 გრ თეთრი შოკოლადი
კურაგა დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ ლიქიორი და 1 საათი გავაჩეროთ. ბლენდერში ან კომბაინში (შეგიძლიათ ხორცსაკეპი მანქანის გამოყენებაც) კურაგა პიურეს კონსისტენციამდე დავაქუცმაცოთ. კარაქი ავთქვიფოთ და ჩავუმატოთ პიურეს ქოქოსის ფანტელებთან ან ნუშთან ერთად. დავუმატოთ შაქრის პუდრა, დარიჩინი და ლიმონის ცედრაც. კარგად გადავზილოთ. წებოვანი და პლასტიკური მასა უნდა მივიღოთ. კურაგის პიურესგან მსუქანი ალუბლის ზომის ბურთულები დავაგორგოლაოთ და მაცივარში შევდგათ ნახევარი საათით. შოკოლადი  დავამტვრიოთ და წყლის აბაზანაზე გავადნოთ. გამდნარი სარკალა შევაგრილოთ (გამლღვალი თეთრი შოკოლადი წყალწყალა და თითქმის გამჭვირვა;ე ხდება) და შესქელებას რომ დაიწყებს ამოვავლოთ ბურთები და ცხიმწამსულ ალუმინის ლანგარზე ამ ცხაურზე დავალაგოთ გასაშრობად. პერგამენტის ქაღალდისგან გავაკეთოთ საკონდიტრო კონვერტი ძალიან წვრილი წვერით, ჩავასხათ დარჩენილი სარკალა და გამზადებულ კამფეტებს ზოლებად მოვაწუწოთ. გამშრალი კამფეტები თავსახურიან კონტეინერში ჩავალაგოთ და მაცივარში შევინახოთ.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment