საახალწლო გნომები

Approved by Natia Jinjolava



(გამოდის 30 გნომი)
ინგრედიენტები: 500 გრ ფქვილი, 30 გრ საფუარი, 3 ს/კ თბილი რძე, 1 ჩ/კ შაქარი, 200 გრ კარაქი, 4 კვერცხი, ½ ჩ/კ მარილი, 1 კვერცხის გული, 200 გრ მარციპანი, 100 გრ შაქრის პუდრა, 1 ს/კ კაკაო, სულ ცოტა წითლი ფერის საღებავი, 1 კვერცხის ცილა, 1ჭ შაქრის პუდრა, კარაქი კექსის ფორმებზე წასასმელად
ტარტალეტკის 30 ფორმა დავცხიმოთ. მოვამზადოთ საფუარიანი ცომი: ჭიქაში ჩავყაროთ საფუარი, 1 ს/კ შაქარი და გავხსნათ თბილ რძეში. დაახლოებით 5-10 წუთი გავაჩეროთ და ვაცალოთ პატარა ბუშტების გაკეთება. ფქვილი გავცრათ ჯამში და შუაში გავუკეთოთ ჩღრმავება. ამ ჩაღმავებაში ჩავასხათ საფუარიანი რძე, მარილი და მოვზილოთ ცომი. დავუმატოთ კვერცხები და კარაქი. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ცოტა ფქვილიც. ცომი დავაგუნდაოთ, ჩაის ტილო გადავაფაროთ და თბილ ადგილას გავაჩეროთ დახალოებით 30 წუთი. ამოუსლი ცომი გავყოთ 30 ნაწილად და თითოეულ ნაწილს ჩამოვაჭრათ ¼ და გავაკეთოთ ორ-ორი ბურთი - 1 დიდი და 1 პატარა. დიდი ბურთები ჩავდოთ ტარტალეტკის ფორმებში, შუაში კოვზის ზურგით გავუკეთოთ ჩაღრმავება, ზევიდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და ჩაღმავებებში მოვათავსოთ პატარა ბურთები. პატარა ბურთსაც გადავუსვათ კვერცხის გული. 10 წუთი გავაჩეროთ. შევდგათ 220°C-მდე გახურებულ ღუმელში და 20 წუთი ვაცხოთ.
მარციპანი და შაქრის პუდრა მოვზილოთ კარგად და გავყოთ ორ ნაწილად. ერთ ნახევარს კაკაო გადავურიოთ. მარციპანის ორივე ნაწილი გავაბრტყელოთ. შოკოლადიანი მარციპანისაგან გამოვჭრათ გნომების ქუდები, თეთრისგან კი წვერი. სულ ცოტა მარციპანს შევურიოთ წითელი საღებავი და გნომებისთვის ვარდისფერი ცხვირები დავაგოროლაოთ. კვერცხის ცილა და შაქრის პუდრა გავქნათ, სანამ სქელ პომადას არ მივიღებთ გნომების თვალებისა და ულვაშებისთვის. ბრიოშები რომ გაცივდება, სურათის მიხედვით გამოვაწყოთ გნომებად.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment