პილპილიანი კაკლები

Approved by Mary Poppins



(გამოდის 160 ცალი)
260 გრ შაქარი, 2 კვერცხი, 150 გრ ფქვილი, 1 მწიკვი თეთრი პილპილი, 2 ს/კ დაფქული დარიჩინი, ½ ჩ/კ დაფქული მიხაკი
შაქარი, კვერცხები და სანელებელი მიქსერით 10 წუთი ვთქვიფოთ, სანამ კრემის კონსისტენციის ღია ფერის მასას არ მივიღებთ. ფქვილი გადავურიოთ კოვზით, ცომიან ჯამს ცელოფანი გადავაფაროთ და მაცივარში 4 საათით შევდგათ (ჯობია მთელი ღამით). მეორე დღეს ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ და 1 სმ-ის დიამეტრის წრეები გამოვჭრათ. წიწაკიანი წრეები თეფშზე დავალაგოთ ფქვილიანი მხარით ზევით და მთელი ღამე დვტოვოთ შესაშრობად. მეორე დღეს ღუმელი 150°C-მდე გავახუროთ. ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე დავალაგოთ „კაკლები“ და დაახლოებით 25-30 წუთი ვაცხოთ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment