საახალწლო დეკორაციები ხელმარჯვე ოსტატებისათვის და არა მარტო

Approved by Natia Jinjolava



ვისაც ხელსაქმე გვეხერხება, ან არ გვეხერხება მაგრამ საკუთარი მარჯვე ხელების გამოცდის სურვილი გვაქვს, წინასადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მოდით საახალწლო ატრიბუტიკის შექმნით დავკავდეთ  - ჩემს მიერ შემოთავაზებული დეკორაციების ძირითადი ნაწილი დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება გააკეთოთ. ინტერნეტის უძირო  სიღრმეებიდან   ამოღებული ნაკეთობების მასტერ-კლასები მასალის მიხედვით დავყავი. ყველაზე სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით - ქაღალდისა და მუყაოს დეკორაციები კეთდება. მათთვის ერთადერთი აუცილებელი დეტალი - კარგი მაკრატელია და მეტი არაფერი.
მძივების და ბისერის  ნაძვის ხეებისა და ფიფქებისთვის საჭიროა წვრილი მავთული, სხვანაირად თქვენს მიერ მზრუნველად შექმნისლი სათამაშო ფორმას ვერ შეინარჩუნებს (მავთული ხელსაქმის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ) და რასაკვირველია, თავად ბისერი.
ყაისნაღი ერთი-ორჯერ თუ გეკავათ ხელში, ადვილი სქემების გარჩევას და აბლაბუდასავით ნაზი ფიფქებისა და თოვლის ბაბუების მოქსოვასაც მოერევით. ნაქსოვ ანგელოზებსა და ზანზალაკებს სახამებლის მეშვეობით მიეცით ფორმა ანუ  სავსე 1 ჩ/კ. სახამებელი  ოდნავ გააზავეთ ცივ წყალში და ჩაასხით ადუღებულ წყალში, ურიეთ შესქელებამდე. მომზადებულ სახამებელში ჩაასხით ცოტა წყალი გასათხლებლად და ჩადეთ მოქსოვილი “შედევრი“. გააჩერეთ 1 წუთი, სულ ოდნავ გაწურეთ, გაასწორეთ, ნაოჭები რომ არ გაიკეთოს და ჩამოაცვით რომელიმე ფუჟერზე გასაშრობად. გაშრობის შემდეგ ის ჭიქის ფორმას მიიღებს.

ბისერის სათამაშოების საინტერესო სქემები შეგიძიათ ნახოთ:
ნაძვის ხე: http://www.woman7.ru/rukol/podarki-novi-god-2012/17-biser-el.html
საახალწლო ზანზალაკი: http://biser.my1.ru/news/2010-12-04-11
ფიფქები, სათამაშოები: http://www.liveinternet.ru/users/montelu/post186152951/

ქაღალდისა და მუყაოს დეკორაციების სქემები:
ხელსახოცის ნაძვის ხე: http://www.liveinternet.ru/users/elena311075/post194237007/
ფიფქები: http://www.liveinternet.ru/users/713603/post116942820
ნაძვის ხის სათამაშოები: http://www.liveinternet.ru/users/3439341/post143442448/
გირლიანდები: http://www.liveinternet.ru/users/3439341/post140945338/

ნაჭერიის დეკორაციების სქემები:
საშობაო ჩექმა: http://svjtaj.livejournal.com/946046.html
ნახევარმთვარე: http://www.liveinternet.ru/users/3909543/post145275039/

ნაქსოვი სათამაშოები:



საახალწლო დეკორაციების შექმნისას ერთადერთი მთავარი წესი არ უნდა დაივიწყოთ: რაც მთავარია - რას და რისგანაც არ უნდა ქმნიდეთ, - აკეთეთ სიამოვნებით. კარგი განწყობა - სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ჩვენ გარშემოს, ჩვენ კი - საკუთარი სახლის და მის ბინადართა სიყვარულით ვცდილობთ გავხადოთ უფრო მყუდრო და თბილი ის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment