ნამცხვარი გარგრის ჯემით

Approved by Mary Poppins


(გამოდის 50 ცალი)
ინგრედიენტები: 400 გრ ფქვილი, 120 გრ შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 კვერცხის გული, 20 გრ რომი, 250 გრ კარაქი, 2 ს/კ შაქრის პუდრა, 250 გრ გარგრის ჯემი
ფქვილი დავყაროთ დაფაზე და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება. ამ ჩაღრმავებაში ჩავყაროთ შაქარი, მარილი, ლიმონის ცედრა, ვანილის შაქარი, კვერცხის გული, რომი და კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი და მოვზილოთ ფხვიერი ცომი. გამზადებული ცომი გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევდოთ 2 საათით. ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ. ცომი ნაწილ ნაწილ გავაბრტყელოთ და 4 სმ დიამეტრის რგოლები და წრეები გამოვჭრათ. გამოჭრილი ცომი დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე და გამოვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი პეჩენიები გავაციოთ. შემდეგ რგოლებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა, წრეებს კი შემთბარი გარგრის ჯემი წავუსვათ. ჯემწასმულ წრეებს ზემოდან რგოლები დავაწებოთ. პეჩენიის შუაგულში ცოტა მარმელადი კიდევ დავამატოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment