დატენილი ნიგოზი

Approved by Mary Poppins



(36 ცალი)
75 გრ დაფქული ნუში, 75 გრ შაქრის პუდრა, 2-3 წვეთი მწარე ნუშის ზეთი, 1 ს/კ ვარდის წყალი (იყიდება აფთიაქებში), 250-300 გრ ნიგოზი (მთელ-მთელი ლებნის ნახევრები), 125 გრ შაქარი
ნუში და შაქრის პუდრა ერთმანეთში გადავურიოთ. პატარ-პატარა პორციებად ჩავყაროთ კომბაინში ან ბლენდერში და ერთგვაროვან მასად დავაქუცმაცოთ (პლასტელინისმაგვარი ელასტიური ცომი რომ მივიღოთ). ნუშის ცომში გადავურიოთ ნუშის ზეთი და ვარდის წყალი და კარგად მოვზილოთ. მეტისმეტად მაგარი ცომი თუ გამოვიდა ½ ჩ/კ ვარდის ან უბრალო თბილი წყალი დავუმატოთ. მიღებული მარციპანი 36 ნაწილად გავყოთ. ნიგვზის ნახევრები მარციპანის მეშვეობით შევაწეპოთ, მთლიანი ნიგვზის ფორმა რომ მიიღონ ისე. ფართო ქვაბში ავადუღოთ 60 მლ წყალი და შაქარი და ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი. ნიგვზები ჩანგალზე წამოვაცვათ და სათითაოდ ამოვავლოთ სიროპში. დაკარამელებული ნიგვზები გასაშრობად ზეთწასმულ ალუმინის ლანგარზე ან ჭურჭლის საშრობ ცხაურზე დავალაგოთ. მზა კამფეტები, რომ გაშრება ჰერმეტულად შევინახოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment