ქიშმიშიანი ნამცხვარი

Approved by Mary Poppins



(გამოდის 80 ცალი)
100 გრ ქიშმიში, 4 ს/კ რომი ან კონიაკი, 125 გრ კარაქი ან მარგარინი, ½ პაკეტი ვანილის შაქარი, 2 კვერცხი, 225 გრ ფქვილი, თითო მწიკვი დაფქული მიხაკი და ილი, ½ ლიმონის ცედრა, საცხობი ქაღალდი
ქიშმიში რომში 30 წუთით ჩავალბოთ. ავთქვიფოთ კარაქი. დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი და კვერცხები. გავაგრძელოთ თქვეფა სანამ კარაქი კრემის კონსისტენციის არ გახდება. გავაცხელოთ ღუმელი 200°C-მდე. საცხობ თუნუქის ფირფიტას წავუსვათ ცხიმი ან დავაფინოთ პერგამენტი. ცომში ჩავურიოთ გაცრილი ფქვილი, სანელებლები და ლიმონის ცედრა. ყველაფერი კარგად ავურიოთ კოვზით. სულ ბოლოს დავუმატტოთ „მთვრალი“ ქიშმიში. ორი ჩაის კოვზის მეშვეობით გავაკეთოთ დაახლოებით ალუბლის ზომის ბურთულები და მოვათავსოთ პერგამენტზე. გამოვაცხოთ ღუმელის შუა იარუსზე დაახლოებით 10-15 წუთი, კიდეების გაოქროსფერებამდე.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment