2.3.11
ყველიანი კალათები და ყველის დაბრაწული ბურთულები
Approved byცნობილ მზარეულს, ჯულია ჩაილდს პოპულარობა ევროპაში, და ჩვენთანაც, კინოფილმმა "ჯული და ჯულია"-მ მოუტანა. აი, ამერიკაში კი მას ყველა იცნობს. მისი კულინარიული წინგნი - "Mastering the Art of French Cooking" უფროსი თაობის ამერიკელთათვის ისეივე კლასიკაა, როგორც "კულინარების მეფისა და მეფეთა კულინარის" ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიეს "Le Guide Culinaire" ფრანგებისთვის, ელენა მოლოხოცევის "Подарок молодым хозяйкам" რუსებისთვის და თუნდაც ნინო ხოფერიას "საოჯახო სამზარეულო" ქართველ დიასახლისთათვის.
ჯულია ჩაილდის მთავარი დამსახურება იმაშია, რომ საკმაოდ რთული და პრეტენზიული ფრანგული "მაღალი სამზარეულო" თავის წიგნში დეტალურად "გადაღეჭა" და ამერიკელთათვის (და უბრალო მოკვდავთათვის) გასაგები და "ხელმისაწვდომი" გახადა.
კვლავაც ყველიერის ხათრით, ჯულია ჩაილდის ორ რეცეპტს გთავაზობთ: ყველის კალათებს და დაბრაწულ ბურთულებს. ორივე უადვილესი გასაკეთებელია და ამასთანავე, ძალიან გემრიელიცაა.
ყველიანი კალათები
დაბრაწული ბურთულები ყველით
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment