25.3.11
ძველეგვიპტელი მეწაღეები და თბილისური "ტრუსარდი"
Approved byსანამ თანამედროვე მოდის ტენდენციებს გავეცნობოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ფეხსაცმლის შექმნის ისტორია. ფეხსაცმელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8–9 საუკუნეში გამოიგონეს და მათ სხვადასხვა მასალისგან ამზადებდნენ. მაგალითად ეგვიპტეში აქტიურად იკერებოდა სანდლები პაპირუსისგან. სამწუხაროდ, მათი ტარების უფლება მხოლოდ ფარაონებს ჰქონდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არათუ უბრალო ადამიანები, არამედ ფარაონის ცოლებიც კი ფეხშიშველები დადიოდნენ. ქმრებისგან განსხვავებით მათაც კი არ ჰქონდათ პაპირუსის სანდლების ტარების პატივი. სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება დღეს ასეთი პოპულარული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნა.
სანდლებს ატარებდნენ ძველი ბერძნებიც, რომელიც ცხოველის ტყავისგან იკერებოდა. ძველ ბერძნულ და ეგვიპტურ სანდლებს გრძელი თასმები ჰქონდათ, რომელიც მუხლთან იკვრებოდა. იმედია, ასთი სტილის ფეხსაცმელი მოსახერხებელი იქნებოდა სახმარად. ე.წ „შუზის“ ანუ ნახევარჩექმის გამოგონება კი ბიზანტიელების დამსახურებაა. წლების მანძილზე ძველბერძნულმა და ეგვიპტურმა სანდლებმა ტრანსფორმაცია განიცადა. შეიცვალა სტილი, მასალა, ქუსლის ფორმა და ასე შემდეგ. შედეგად მე–17 საუკუნიდან მოდაში შემოდის მაღალი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები.
ნეტავ, რა გვეშველებოდა ქალებს ასეთი სტილის ფეხსაცმელი რომ არ გამოეგონებინათ. ნეტავ, რის კოლექციის შეგროვებას დაიწყებდა 21–ე საუკუნის პოპულარული სერიალ „Sex and the City”–ს მთავარი გმირი კერი ბრედშოუ?! მე–17 საუკუნის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იმდენად დიდი ქუსლი ჰქონდა, რომ საბრალო ქალები მხოლოდ ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდნენ. გამახსენდა: „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!“ თურმე ადრე ქუსლის ფერსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად წითელი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებს ჰქონდათ.
საბედნიეროდ, დღეს ყველა ქალს შეუძლია იმ ფეხსაცმლის ტარება, რომელიც მოსწონს მიუხედავად ქუსლის ფერისა და სტილისა.
ეხლა კი თანამედროვე მოდის ტენდენციების შესახებ: მოდით ვნახოთ რას გვთავაზობს ჩემი საყვარელი ბრენდი Roberto Cavalli. როგორც ყოველთვის ამ ბრენდის ფეხსაცმელები შექმნილია უმაღლესი ხარისხის ტყავით. ამჯერად კავალი არც თუ ისე ღია მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ჩექმებს გვთავაზობს. კავალის მოდელები უნიკალურია თავისი ორიგინალური დეკორაციებით.
ვისაც სპორტული ფეხსაცმელი მოსწონს მისთვის საინტერესო იქნება Nero Giardini. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დახვეწილია ნეროს მამაკაცის ფეხსაცმლის კოლექცია.
არანაკლებ საინტერესოა Moschino-ს ქუსლიანი სანდლები და ე.წ ბალეტკები ანუ ტაპკები (მაპატიეთ რუსული სიტყვების გამოყენებისთვის). ტაპკები წელსაც ისევე მოდაშია, როგორც გასულ წელს. რაც უფრო დიდი ვარდი ან ბაფთა ამშვენებს ამ სტილის ფეხსაცმელს, მით უფრო მოდურია იგი.
მე რამოდენიმე ბრენდი შემოგთავაზეთ, მაგრამ ჩემო კარგებო, დამერწმუნეთ, ხანდახან არაბრენდი, უბრალო მაღაზიაში 50 ლარად შეძენილი და გემოვნებით შეკერილი ფეხსაცმელი შეიძლება უფრო გემოვნებით იყოს შერჩეული, ვიდრე რომელიმე ბრენდის ქმნილება.
ასე რომ, თუ რომელიმე მოდელი მოგეწონათ და ის ძალიან ძვირი ღირს ან კიდევ საერთოდ ვერ იშოვეთ, ქართველი მეწაღეები შესანიშნავად შეგიკერავენ მის ანალოგს. ერთ–ერთ იტალიურ ჟურნალში Trussardi – ს ფეხსაცმელს წავაწყდი. სამწუხაროდ ისეთი ფეხსაცმელი ვერსად ვიშოვე. ამიტომ ერთ–ერთ ქართველ მეწაღეს მივადექი ჩემი ჟურნალით. ერთი კვირის შემდეგ მასთან დავბრუნდი შეკერილი ფეხსაცმლის გამოსატანად. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ხელში ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი, მეჭირა როგორსაც გამწარებული დავეძებდი მთელს დუნიაზე.
ასე რომ, თუ რომელიმე მოდელი მოგეწონათ და ის ძალიან ძვირი ღირს ან კიდევ საერთოდ ვერ იშოვეთ, ქართველი მეწაღეები შესანიშნავად შეგიკერავენ მის ანალოგს. ერთ–ერთ იტალიურ ჟურნალში Trussardi – ს ფეხსაცმელს წავაწყდი. სამწუხაროდ ისეთი ფეხსაცმელი ვერსად ვიშოვე. ამიტომ ერთ–ერთ ქართველ მეწაღეს მივადექი ჩემი ჟურნალით. ერთი კვირის შემდეგ მასთან დავბრუნდი შეკერილი ფეხსაცმლის გამოსატანად. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ხელში ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი, მეჭირა როგორსაც გამწარებული დავეძებდი მთელს დუნიაზე.
როდესაც ჩემი ფეხსაცმლით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა მკითხეს: „რა მაგარიაააა, ეს იტალიიდან ჩამოიტანე?“. მეც ავდექი და თავმომწონედ ვუპასუხე: „ არა, ეს “Achiko Trussardia”! :)”.
კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment