3.3.11
კრეპები, ბლინები და პანქეიქები...
Approved byკრეპები |
ჩვენი იუფიმია რუსული ბლინების ნამდვილი გურუა და შესანიშნავი რეცეპტებიც მოგვაწოდა და ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრა. მე ცოტა სხვა კუთხით გადავუხვევ. ბოლო პერიოში, თბილისში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ჯურის „კრეპერიები“ (ფრანგული ბლინები) და ზოგ კაფეშიც „პანქეიქებს“ (ამერიკული ბლინები) გვთავაზობენ. და სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ, არც ერთგანაა კრეპები და არც მეორეგან პანკეიკები. ინტრიგანი ნუ ხარ, ბლინი ბლინიაო, მეტყვით და სწორიც იქნება. მაგრამ მთლად მასეც იოლადაც არაა საქმე. ბლინები, კრეპები და პანკეიკები ნათესავები კი არიან, მაგრამ ფაქტურაში და დანიშნულებაში სხვაობა აქვთ. სულ პატარა ნიუანსებში აქვთ განსხვავება, მაგრამ მთელი მუღამიც მაგაშია.
ბლინები |
ბლინების ოჯახი სამ ძირითად შტოდ იყოფა: „ბლინჩიკები“ (ქართულად არ ვიცი და ვერ დავადგინე რაქვია), რომელიც ძირითადად წყალზე მზადდება, ნაკლები ცხიმი აქვს, ძალიან თხელია და უფრო ტყავივით ფაქტურა აქვს. „ბლინჩიკს“ ცალკე არ ჭამენს, რაიმე ნოყიერი შიგთავსის გასახვევად იყენებენ და ამიტომ, როგორც წესი, ძირითად კერძად ან დერესრტად ითვლება. აი, სწორედ ასეთია კლასიკური კრეპები.
„ბლინი“ - საფუარიან ცომით მზადდება, კრეპზე ცოტა სქელია, უფრო რბილი და ტკბილ ან არატკბილ სოუსმოსხმულს მიირთმევენ. შეიძლება იყოს, როგორც ე.წ. „ზაკუსკა“, ძირითადი კერძი, ან დესერტი. აი, ასეთია რუსული ბლინები.
პანქეიქები |
„მაჭკატი“ (ოლადიკი) - ამ ოჯახიდან ყველაზე სქელია, ფუმფულა და კარგად გამომშრალი. მასაც სუსოსხმულს გეახლებიან საუზმეზე და ასეთია გემოზე სმა-ჭამის მოყვარული ამერიკელების პანკეიკი.
ბლინებზე ჩვენი იუფიმია უკვე გვესაუბრა, ფრანგულ კრეპებს ამერიკელი ჯულია ჩაილდი, ხოლო ამერიკულ პანქეიქებს კი რუსი ელენა ჩეკალოვა წარმოგვიდგენენ:
სოკოს და ისპანახის კრეპები
პანქეიქები მარწყვის სალათით
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
1 კომენტარი.:
ჰლფგოეყორიპ
Post a Comment