30.3.11
Fluffy Foxy Tail
Approved by
დღეს გაგაცნობთ ჩვენი კლუბის სტუმარს, ახალგაზრდა ენათმეცნიერს, მწერალსა და მოგზაურს ფიქრია აფხაიძეს, რომელიც ჩვენს ბლოგს Fluffy Foxy Tail-ის (მელიის ფუმფულა კუდი) სახელით შემოემატა.
Fluffy Foxy Tail-ის უყვარს ეგზოტიკური და ველური სამყარო, წერა, აინტერესებს აბორიგენი ტომების კულტურა და ენები, გატაცებულია იოგით და ტიბეტური ვარჯიშებით. უსმენს ფოლკმუსიკასა და როკს.
ოცნებობს საქართველოში „ვარსკვლავების კოლეჯის“ დაარსებაზე, სადაც მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი და ხელმოკლე მოზარდები უფასოდ მიიღებდნენ საუკეთესო განათლებას. აპირებს სინჰალას და თამილის ხალხების ენობრივ-სოციალური ურთიერთობების შესწავლას ინგლისში მცხოვრები დიასპორების მაგალითზე.
ცხოველებიდან განსაკუთრებით უყვარს ზღარბი და მონადირე ძაღლი, ადამიანებში კი მისაბაძად ის მიაჩნია, ვინც თავმდაბალი, თბილი და გულწრფელია სხვების მიმართ და აქვს მოთმინებისა და მიტევების უნარი.
ფიქრიასთვის საინტერესო მამაკაცს უნდა შეეძლოს ასწავლოს, როგორ მოერიო სიძნელეებს და დაბერდე ღიმილიანი.
7 კომენტარი.:
daaceret arugamis yures avtori: "Fluffy Foxy Tail"
madlobt
Pikria apxaize
თავში მერი პოპინსი აწერია იმიტომ რომ მერი პოპინსის ბლოგია და ყველაფერი მისი ასხელით იპოსტება. ვინც ბლოგსა და საიტს შორის განსხვავება იცის, მემგონი ისედაც ყველაფერი გასაგებია.გარდა ამისა, სპეციალურად გაკეთდა ავტორის წარდგენა, მოთხრობას ხელს ავტორი აწერს, მისი სურათები ახლავს თან და მეტი რისი გაკეთება შეიძლებოდა ჩვენ არ ვიცით. არავინ არაფერს არ ითვისებს და თუ ვინმეს მოთხრობის ბოლომდე ჩაკითხვა დაეზარა, ამაზე ბლოგის რედაქცია პასუხს არ აგებს.
ახლა თავად ავტორს: ფიქრია, ძალიან მოგვეწონა შენი ნოველა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითანამშრომლებთ! კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ბლოგში!ძალიან საინტერესომოგზაურობა გქონია, გაგრძელებას ველით!
რახან თავად არ გცოდნიათ ბლოგსა და საიტს შორის განსხვავება,გეტყვით,რომ ბლოგის მთელი არსი ის არის, რომ მარტო ავტორი დებს იქ თავის ნაწერებს...მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვისი ნაწერის დადება გინდათ,ბოლოში უნდა მიუთითოთ ავტორი,ისე,როგორც ეს გააკეთეთ ჩვენი შენიშვნის მერე,ასე რომ დემაგოგობა საჭირო არ არის :)ჯერ თავად გაერკვიეთ, რა ხდება,ბლოგი რა არის და მერე დადეთ კომენტარები...რაც შეეხება ფიქრიას ნაწერის მითვისებას,მისი ნაწერები გაცილებით უფრო მრავალტირაჟიან და ცნობილ გამოცემებში იბეჭდება,ვიდრე ეს ბლოგია და ყველამ კარგად იცის,ვინ არის ამ სტატიების ავტორი,მაგის გამო არ დამიწერია ეს კომენტარი,უბრალოდ მიგითითეთ,როგორ უნდა გამოიყენოთ ბლოგი :)
მადლობა :) თქვენისთანა მცოდნე ადამიანი ნამდვილად გვაკლდა :)
პლაგიატს და სხვისი ნაწერის მითვისებასთან დაკავშირებით: შეიძლება ამაზეც გვეფიქრა, საქმე უცნობ გენიოსის (სასურველია, აწ გარდაცვლილის) შედევრს რომ ეხებოდეს:)))
ახლა კი სერიოზულად: სიამოვნებით ვნახავდი ფიქრიას სხვა გამოცემებში გამოქვეყნებულ მოთხრობებს. ვინაიდან თვალი არსად მომიკრავს, იქნებ მიმასწავლოთ
მოთხრობები ვერ ვიპოვე, სამაგიეროდ, ფიქრიასთან ინტევიუს წავაწყდი ambebi.ge-ზე ("რატომ კვებავდნენ შრილანკელები ხელით ერთადერთ ქართველს, რომელიც სინჰალურ ენას ფლობს",16.09.2009), რომელიც ინტერესით წავიკითხე.
ფიქრია, ერთადერთი, როგორც აღმოსავლეთმცოდნე (კერძოდ, არაბისტი), თავს პატარა შესწორების უფლებას მივცემ: სინჰალას ენასთან დაკავშირებით ამბობთ, რომ "...ძალიან რთული ენაა შესასწავლად, რადგან მარცვლოვანი დამწერლობა აქვს, ისევე, როგორც არაბულს..." არაბულს მარცვლოვანი კი არა, კონსონანტური დამწერლობა აქვს, რაც სრულიად სხვა მცნებაა.
გეთანხმებით, არაბულის ნაცვლად იმ ინტერვიუში სხვა ენა უნდა მიმეთითებინა: ვთქვათ, ჩრდ. ამერიკული ენები: Cherokee, Cree,აფრიკული- Vai, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენები, ან ინდო-არიული და დრავიდული წარმოშობის ენების გრძელი სია, რომლებთაც ნამდვილად აქვთ სილაბური დამწერლობის სტრუქტურა, განსხვავებით არაბულის კონსონანტური დამწერლობისგან.
დიდი მადლობა, არაბული ენის მცოდნეს ამ კომენტარისთვის.
Post a Comment