რიოს კარნავალი

Approved by Efigenia Doubtfire

რიოს კარნავალი პირველად 1840 წელს ჩატარდა და მას მერე ტრადიციად იქცა. ამჟამად რიოს კარნავალი პლანეტის ყველაზე გრანდიოზულ, ლამაზ და იმავდროულად ხმაურიან შოუდ არის აღიარებული.
ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ბრაზილიას  უამრავი ტურისტი სტუმრობს. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალიან მომხიბვლელი სანახაობაა. ეს ეპიკური მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების მიერ. ბრაზილიიის ცნობილი კარნავალი სათავეს პორტუგალიელების  მარხვის წინმსწრები ზეიმიდან იღებს - სახელწოდებით ენტრუდო. ეს იყო ქაოტური ღონისძიება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს, რაც ხშირად ნგრევით და არეულობით სრულდებოდა. 1917 წლიდან კარნავალში სამბის ელემენტები შემოიტანეს. სამბა ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას, აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ნაზავია. დღეს რასაც ჩვენ სამბას ვუწოდებთ, შავკანიანი გადასახლებული მოსახლეობის უკან დაბრუნების აღსანიშნავი დღის შედეგია. დღესდღეობით კარნავალი ორგანიზდება სამბას სკოლის მიერ. პირველი სკოლა 1928 წელს დაარსდა. კარნავალი არის ყველაზე ცნობილი და სასურველი დასვენების ფორმა ბრაზილიაში და ეს ღონისძიება მთელი კვირა გრძელდება. ამ პერიოდში ყველა სამსახური ისვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით, სანაპირო ზოლის ქალაქებში ზეიმი 24 საათიან რეჟიმში იმართება . სწორედ ამ პერიოდში იყიდება ალკოჰოლის 80%, ბრაზილიას კი ტურისტების 70%   სტუმრობს წლიური წილიდან. მთავრობას მობილიზებული ჰყავს ჯგუფები სიფრთხილის შენარჩუნების მიზნით. კარნავალის სპეციალური ჟიური “სამბას” საუკეთესო სკოლასა და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს” ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის სრულუფლებიანი მმართველი ხდება (ოთხი დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.
კარნავალს  უზარმაზარი ფიგურები ამშვენებს, მაგალითად, წელს მაიკლ ჯექსონის ფიგურაც დადგეს. დღესასწაულს კი ისეთი ცნობილი სახეები ესწრებიან, როგორიცაა  პარის ჰილტონი, მადონა, ფეხბურთელი რონალდო და სხვა.


კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment