კუჭმაჭი იტალიურად - Trippa alla Fiorentina

Approved by Natia Jinjolava



ინგრედიენტები: საქონლის ფაშვი 1,5 კგ; ხახვი 2-3 ც; სტაფილო 2 ც; ნიახურის ძირი 30 გ; 2 სკ ზეითუნის ზეთი; 0,5 გ პამიდორი; შაშკვლამის ფოთლები; ყველი „პარმეზანი“ და მარილი გემოვნებით.

საქონლის ფაშვი დავჭრათ ძალიან წვრილად.  გასუფთავებული სტაფილო, ხახვი და ნიახური დავჭრათ  წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში  და დაუმატოთ დაჭრილი ფაშვი. კარგად მოვხრაკოთ და დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ დავუმატოთ კან- და თესლგაცლილი პამიდვრები. ჩავაყაროთ მარილი და დაახლოებით ნახევარი საათი ან 40 წუთი დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სოუსი მთლიანად არ ამოშრება. (მოურიეთ ხოლმე!)
ტრიპას გარნირის გარეშეც მიირთმევენ, მაგრამ ძალიან გემრიელია თუ გამზადებულ კერძს თავზე გახეხილ პარმეზანს მოვაყრით და ცხელ ღუმელში შევდგამთ სულ 5 წუთით (ოქროსფერი ქერქის გაკეთებემდე). განსაკუთრებით უხდება მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი  ან (იდეალურ ვარიანტში) კარაქში მოთუშული ჯუჯა ლობიო. მოვრთოთ შაშკვლამის ფოთლებით.

Trippa კარტოფილით და ლობიოთი

ინგრედიენტები: საქონლის ფაშვი 1კგ; სტაფილო 1ც; ნიახურის ბოლქვი 1ც; ხახვი 1 ც; კარტოფილი 5 ც; წითელი ლობიოს კონსერვი 400გ; დაკონსერვებული პამიდორი 400გ; ბულიონის კუბიკი 2 ც; ზეთი 30 მლ; თეთრი ღვინო 100 მლ.

ტაფაზე მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და ნიახური. დავუმატოტ ფაშვი და ღვინო და ვხრაკოთ სითხის ამოშრობამდე. დავუმატოთ ლობიო, პამიდორი, ბულიონის კუბიკები და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. მოვაყაროთ მარილი და ვხრაკოთ 30 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი



Trippa alla Fiorentina

0 კომენტარი.:

Post a Comment