4.3.11
Crêpe Suzette
Approved by„კრეპ-სუზეტი“ მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგული დესერტია, რომელიც ბლინჩიკებით და დაკარამელებული ფორთოხლის წვენის, შაქრისა და კარაქის სოუსისგან (beurre Suzette) მზადდება. გარდა საუცხოო გემოსი ამ ტკბილეულის მთლი მუღამი იმაში მდგომარეობს, რომ გამზადებულ დესრეტს ზუსტად ჭამის წინ ალკოჰოლს ასხამენ და ბლინებზე კაი გვარიან კოცონსაც აჩაღებენ.
კერძის და მისი სახელის წარმომავლობაზე ბევრს დაობენ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული გადმოცემის თანახმად, მისი გამოგონება მზარეულის თანაშემწის, 14 წლის ჰენრი ჩარპენტიეს კისერზეა, რომელიც 1895 წელს მონტე კარლოს „Café de Paris“-ში მაშნდელი უელსის პრინცისთვის (მომავალი მეფე ედუარდ VII) და მისი მეგობარი გოგონა სუზეტისთვის კრეპებს ამზადებდა და თავისი უხეირობის თუ დაბდურობის წყალობით კრეპებს ცეცხლი გაუჩინა.
„... ყველაფერი შემთხვევით მოხდა. კერძს თავს დავტრიალებდი და უცებ სოუსს ცეცხლი წაეკიდა. მეგონა, რომ გავაფუჭე. პრინცი და მისი მეგობარი მელოდებოდნენ. ახლის გაკეთების დრო სად მქონდა? გემო გავუსინჯე. მაშნვე მივხვდი, რომ ასეთი დახვეწილი და ტკბილი არომატების შეთანხმება არასდროს გამესინჯა. და დღესაც ასე ვფიქრობ. სწორედ ცეცხლმა გამოიწვია მთელი ამ ინსტრუმენტების ერთ ჰარმონიულ გემოდ შერწყმა... პრინცი კრეპებს ჩანგლით მიირთმევდა, თეფშზე დარჩენილ სიროპს კი კოვზით აგროვებდა.
მერე მკითხა, ასეთი სიამოვნება რომ მომანიჭა ამ კერძს რა ჰქვიაო. „პრინცის კრეპები-თქო“ ვუპასუხე. მიხვდა რომ კრეპებს მამრობითი სახელწოდება მხოლოდ მის საპატივცემულოდ ჰქონდა და ირონიული სიცილით გააპროტესტა, რომ თან ქალიცბატონიც ახლდა. ქალს ენიშნა, ფეხზე წაოდგა და კაბის კალთა წამოიწია და რევერანსი გაუკეთა: „თქვენო ბრწყინვალებავ, „პრინცის კრეპი“ „სუზეტის კრეპით“ ხომ არ შეგვეცვალა?“. ასე დაიბადა და მოინათლა ქმნილება, რომლის ერთხელ გასინჯვაც კი, ჩემი ღრმა რწმენით კანიბალსაც ცივილზებულ ჯენტლმენად გადააქცევს...“ - წერს თავის მემუარებში უკვე სახელგანთქმული მზარეული ჰენრი ჩარპენტიე. თუმცა, კულინარიული კრიტიკოსები იმასაც ირწმუნებიან, რომ კერძი ჩარპენტიემ კი არა, ალბათ მისმა ზედამხედველმა მზარეულმა მოამზადა, იმიტომ რომ ასე ახალგაზრდას საპატიო სტუმრის მოსამსახურებლად არავინ მიუშვებდაო.

რაღაც დესერტები მოგვაკელითო, ჩივილი შემომესმა და ეს ამხელა ისტორიაც მაგას მოვაყოლე და ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, ჯულია ჩაილდი ამ ყველაფერს ჩემზე თვალსაჩინოდ განახებთ:
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment